დაბადება თავი 14
-
1
ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან, ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან.
-
2
ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის, მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი.
-
3
ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს ზღუაჲ მარილთა.
-
4
ათორმეტ წელს ჰმონებდეს ქოდოლგომორს.
-
5
ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ და მისთანანი მეფენი და დაჭრნეს გმირნი ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა.
-
6
და ხორრეველნი მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოს.
-
7
და უკმოქცეულნი მოვიდეს ქუეყანად კერისისა, ესე არს კადე, და დაჭრნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და აღმორეველნი მკჳდრნი ასასანთამარისანი.
-
8
ხოლო გამოვიდა მეფე სოდომთა და მეფე გომორისაჲ და მეფე ადამასა და მეფე სებომისა და მეფე ვალასა, ესე არს სეგორი, და განეწყუნეს იგინი ბრძოლად ღელესა შინა მარილოანსა,
-
9
ქოდოლოგომორის მიმართ, მეფისა ელამისა, მეფისა სენარისა, და არიოქის მეფისა სელილასარისა. და თარგალ მეფისა წარმართთასა - ოთხნი მეფენი ხუთთა მიმართ.
-
10
ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს.
-
11
და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს.
-
12
და წარიყუანეს ლოთ-ცა, ძე აბრაამის ძმისა, და ჭურჭელი მისი. და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო სოდომს.
-
13
ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი და უთხრა აბრაამს წიაღ სადა იგი მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა.
-
14
ხოლო ესმა რაჲ აბრაამს, ვითარმედ წარიტყუენა ძმაჲ მისი ლოთ. აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი.
-
15
და დევნა-უყო უკანა მათისა ვიდრე დაანადმდე. და დაესხა მათ ზედა ღამე, იგი და ყრმანი, მისნი, და დასცნა იგინი. და სდევდეს ვიდრე ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით დამასკისა.
-
16
და შემოაქცია ყოველი იავარი სოდომთა და ლოთ, ძმაჲ თჳსი, შემოაქცია და ყოველნი საქონელნი და ცოლნი და ერი.
-
17
და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ.
-
18
და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა.
-
19
და აკურთხა აბრაამ და თქუა:
-
20
კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან.
-
21
ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად.
-
22
და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ.
-
23
უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ ღმრთისა.
-
24
ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა: ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი.