აარონი – ყამრანის და იოქებედის შვილი, მარიამის და მოსეს ძმა, მისი ცოლი იყო ელისაბედი ამინაბადის ასული, რომელმაც უშვა ძენი ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი, ვინაიდან მოსე ენაბრგვილი იყო ღმერთმა 83 წლის აარონი დაადგინა მოსეს ქადაგად, აარონმა მოსეს დიდი დახმარება გაუწია ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანაში, მან თავის წმინდა მოღვაწეობის პერიოდში მაინც დაუშვა შეცდომები, სინას მთასთან აარონმა თავისი ხალხის მოთხოვნით ოქროსაგან კერპი ხბოს ქანდაკება ჩამოასხა და ამით განარისხა ღმერთი, მეორედ თავის და მარიამთან ერთად დაიწყო მოსეს წინააღმდეგ ბრძოლა, ღმერთმა არ აპატია, ხელი ააღებინა განზრახვაზე და აარონი თავის სიცოცხლეში ვერ ეღირსა აღთქმულ ქვეყანაში შესვლას, იგი გარდაიცვალა ჰორის მთაზე, მის მემკვიდრედ და საქმის გამგრძელებლად მოსემ მისი ვაჟი ელიაზარი აკურთხა, აარონი და მისი მამრობითი სქესის შთამომავალნი ღმერთმა მღვდელთმსახურებად აირჩია.
აბანა და თარფარი – მდინარეები დამასკოს მახლობლად.
აბდია – აქადის სასახლის მოურავი, მას სწამდა ჭეშმარიტი ღმერთი და 10 წინასწარმეტყველი გადაარჩინა სიკვდილს, რომელთაც წარმართი დედოფალი იზებეელი სდევნიდა, მან პირველმა დაინახა წინასწარმეტყველი ელია, რომელმაც აუწყა გვალვის შეწყვეტა.
აბელი – ადამის და ევას მეორე შვილი, რომელიც მეცხვარეობას მისდევდა, აბელმა ღმერთს შესწირა პირველშობილი კრავი, მისმა ძმამ კაენმა კი მიწის ნაყოფი, ღმერთმა მიიღო აბელის შესაწირავი, რადგან მან შესწირა წმინდა გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით, კაენისა კი უარყო, რადგან კაენის გული ამ დროს ღვარზლით იყო სავსე, კაენი შურით აღივსო აბელის მიმართ და მოკლა იგი.
აბესალომი – დავითის და მაყაქას შვილი, როდესაც დავითის სხვა შვილმა შეურაცყო მისი და თამარი, შურისძიებით
შეპყრობილმა აბესალომმა მოაკვლევინა თავისი ნახევარძმა ამნონი, თვითონ კი იერუსალემიდან გადაიხვეწა, 3 წლის შემდეგ დავითმა იოაბის თხოვნით შეიწყალა და დააბრუნა უკან, აბესალომმა მოინდომა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება და მოაწყო აჯანყება თავისი მამის დავითის წინააღმდეგ, მან მოახერხა რომ ისრაელებმა იგი მეფედ აირჩიეს, ამის შემდეგ დავითმა იერუსალემი დატოვა, აბესალომი მას გამოედევნა, მათ შორის მოხდა შეტაკება, აბესალომის ჯარი დამარცხდა, თვითონ კი გაიქცა, როდესაც აბესალომის ჯორი დიდი მუხის ქვეშ გარბოდა აბესალომს, რომელიც ცნობილი იყო თავისი სილამაზით და ხშირი თმებით, სწორედ თმები გაებლანდა ტოტებში, იგი ჩამოეკიდა ცასა და დედამიწას შორის, იოაბმა და მისმა ჯარისკაცებმა მოკლეს იგი და იქვე ტყეში დამარხეს, დავითმა მწარედ დაიტირა თავისი უბედური შვილი.
აბია – 1 სამეულის მეორე ვაჟი, რომელიც მამამ მის ძმა იოველთან ერთად ბერშებაში მსაჯულად დანიშნა, მათი უკეთური საქციელის გამო ხალხმა სამეული აიძულა მეფე დაედგინა მათთვის,2 ისრაელის I მეფის იერობოამის ვაჟი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, მისი სიკვდილი ღმერთის განგებით იერობოამის დასასჯელად იყო გამიზნული,3 რობოამის ვაჟი, იუდეას მეფე ძვ. წ. 958 – 956 წ, მან მხოლოდ სამ წელიწადს იმეფა, რელიგიურ საქმეებში იგი მამისა და დედის კვალს მისდევდა და კერპთაყვანისმცემლობას არ ებრძოდა, ამავე დროს აბია ენერგიული სარდალი და პოლიტიკოსი იყო, მან კავშირი დაამყარა დამასკოს მეფესთან და დიდი არმია დაძრა იერობოამის წინააღმდეგ, სისხლისმღვრელ შეტაკებაში რომლის დროსაც 500 ათასი ისრაელიანი დაიღუპა აბიამ სრული გამარჯვება მოიპოვა, მას ჰყავდა 14 ცოლი, 22 ვაჟი და 16 ქალიშვილი, თუმცა იგი ქადაგებდა ჭეშმარიტი ღმერთის მორჩილებას თვითონ ცოდვებში იყო ჩაფლული, ბიბლიაში გვხვდება აბიანის სახელითაც,4 აარონის შთამომავალი, მღვდელი, დავითის მიერ მღვდლების ოცდაოთხ წყებად დაყოფის მიხედვით ერთერთი წყების თავი,
აბიას წყებისა იყო ზაქარია, იოანე ნათლისმცემლის მამა.
აბიგაილი – ნაბალის ლამაზი და მოხერხებული ცოლი, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მისი ქმრის აგდებული დამოკიდებულება დავითისადმი აბიგაილმა აიღო 200 პური, 2 ტიკი ღვინო, 5 ცხვარი, 5 სია ქუმელი, 100 მტევანი ჩამიჩი, 200 ტყლაპი და გაუგზავნა დავითს ისე, რომ ქმრისთვის არაფერი უთქვამს, აბიგაილმა დავითს მორჩილება და პატივისცემა აღუთქვა და სთხოვა ეპატიებინა თავისი ქმრის უკეთური საქციელი, დავითი მოიხიბლა ქალის სილამაზით და აპატია მის ქმარს კადნიერება, ამ ამბის მერე ნაბალი მალე გარდაიცვალა და დავითმა აბიგაილი ცოლად შეირთო.
აბიმელექი – ერქვა ფილისტიმელების რამდენიმე მეფეს,1ფილისტიმელების მთავარი ქალაქის გერარის მეფე, რომელმაც რომელმაც წაიყვანა სარა აბრაამის ცოლი თავის და, ხოლო როდესაც ღმერთმა უბრძანა მან უკან დააბრუნა სარა და შერიგების ნიშნად აბრაამთან 1000 ვერცხლი გაატანა,2 გერარის მეორე მეფე, ისააკის თანამედროვე,3 გედეონის შვილი ხარჭისაგან, რომელმაც მამის სიკვდილის შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოკლა თავისი 70 ძმა, გადარჩა მხოლოდ 1, აბიმელექს მეფობის მესამე წელს ქ თებეზის ალყის დროს ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი ესროლა და თავის ქალა ჩაუმტვრია.
აბინადაბი – 1 იესეს პირველი ვაჟი, საულის თანამებრძოლი ფილისტიმელების წინააღმდეგ ომში,2 საულის ვაჟი, რომელიც ფილისტიმელებთან ომში დაიღუპა,3 ლევიანი ვის სახლშიც 20 წლის განმავლობაში ინახებოდა სჯულის კიდობანი, უფლის კიდობანი, ღვთის კიდობანი, აღთქმის კიდობანი მას შემდეგ რაც ფილისტიმელებმა იგი უკან დააბრუნეს.
აბიშაქ შუნამელი – ახალგაზრდა ლამაზი ქალი, რომელიც დავითის სასახლის კარზე მოხუცი მეფის მოსავლელად მიიყვანეს, დავითის სიკვდილის შემდეგ მისი ერთერთი ვაჟი ადონია ცდილობდა მის ცოლად შერთვას და ამ გზით გამეფებას.
აბიტალი – დავითის ერთერთი ცოლი.
აბრიხუ – აარონისმეორე ვაჟი, თავის სამ ძმასთან ერთად მღვდლად ეკურთხა, მან და მისმა ძმამ ნადათჰმა საცეცხლურში ჩადეს უცხო ანუ ჩვეულებრივი ცეცხლი და არა ის რომელიც მუდმივად ენთო სამსხვერპლოზე, ზედ საკმეველი დააყარეს და მიიტანეს უფლის წინაშე, ეს მათ თვითნებურად გააკეთეს რისთვისაც ღმერთმა დასაჯა, გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი.
აბრაამი – მას ადრე აბრამი ერქვა, იგი არის წინაპარი ებრაელი ხალხისა, დაიბადა და ცხოვრობდა ქალდეველთა ქალაქ ურში, აქ მან იცხოვრა 70 წელი, შემდეგ კი ღმერთის ნებით დატოვა მშობლიური მხარე და გადასახლდა ქანაანში, ახლანდელ პალესტინაში, აბრამმა თან წაიყვანა მამა, თავისი ცოლი სარაი, ძმა ნახოორი და ობოლი ძმისწული ლოტი, ქანაანში მისვლამდე ისინი დამკვიდრდნენ ხარანაში სადაც აბრამის მამა თერახი გარდაიცვალა, აბრამი და თანმხლებნი დაადგნენ ქანაანის გზას, შექემში მამრეს მუხასთან ღმერთი ხელმეორედ გამოეცხადა მას და აღუთქვა ამ ქვეყანას შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებო და თესლისაგან შენისა იკურთხევიან ყოველნი ტომნი ქვეყნისა, აბრამს და სარაის ჯერ კიდევ შვილი არ ჰყავდათ, აბრამს მის საცხოვრებელ კარავში გამოეცხადა ღმერთი და 2 ანგელოზი მგზავრების სახით და აუწყა რომ 1 წლის შემდეგ ვაჟი გაუჩნდებოდა სარაის, რომელიც კარვის კარს უკან იდგა და ესმოდა ყველაფერი, ეუცხოვა მგზავრის სიტყვები რადგან შვილოვნობისათვის იგი უკვე ხანდაზმული იყო, მგზავრმა დაარწმუნა აბრამი რომ ღმერთისათვის შეუძლებელი არა არის რა, მგზავრის წინასწარმეტყველება ასრულდა, აბრამს გაუჩნდა სარასაგან შვილი, რომელსაც ისაკი უწოდა, როცა ისაკი 17 წლისა შეიქმნა ღმერთმა გამოსცადა აბრაამის რწმენის სიმტკიცე და მოსთხოვა რომ ისაკი მსხვერპლად შეეწირა იმ ადგილას სადაც უჩვენებდა, შეწუხდა აბრამი მაგრამ უფლის სურვილის შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგა, როცა აბრამმა ყველაფერი მოამზადა ღვთის ნების აღსასრულებლად მას შვილის დასაკლავად აღმართული ხელი ანგელოზმა დაუჭირა და აუწყა ღვთის ნება, რომ ისაკის ნაცვლად იქვე ბუჩქზე დაბმული ვერძი დაეკლა, აბრაამმა შესწირა ღმერთს მსხვერპლი, ასეთი ერთგულებისათვის ღმერთმა კიდევ ერთხელ აკურთხა აბრაამი და მისი შთამომავალნი, აბრაამი 1075 წ გარდაიცვალა.
აგარი – აბრაამის ეგვიპტელი მხევალი, რომელიც აბრამს თავისმა ცოლმა სარაიმ აურჩია, აგარი დაორსულდა, რითაც ამაყობდა და უშვილო სარაის თავგასულად ექცეოდა, განაწყენებულმა სარაიმ აგარი სახლიდან გააგდო, ის უდაბნოში უგზოუკვლოდ დაეხეტებოდა, თავშესაფარს ვერსად მიაგნო და ღია ცის ქვეშ მიეძინა, მას იქ ანგელოზი გამოეცხადა ჭასთან და სარაისადმი მორჩილება ურჩია, აგარმა შეისმინა ანგელოზის რჩევა, შინისაკენ გაეშურა და ქალბატონს მორჩილება აღუთქვა, მას შეეძინა ძე რომელსაც ისმაელი დაარქვეს, აგარის შვილის შთამომავლებს უწოდებენ ისმაელელებს.
ადამი – პირველი ადამიანი, რომელიც მიწისაგან მოზილა ღმერთმა, თავისი სახე მისცა და უკვდავი სული შთაბერა, ღმერთმა ადამი სამოთხეში დაასახლა სადაც უამრავი ხეხილი ხარობდა, ადამის სრულყოფისთვის ღმერთმა მისივე ნეკნისაგან შექმნა ქალი, რომელსაც ევა უწოდა, ადამმა და ევამ არ შეისმინეს ღმერთის დარიგება და ეშმაკის ცდუნებით, რომელიც გველის სახით მოევლინათ ჩაიდინეს ცოდვა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი ჭამეს )ვაშლის ხის) რისთვისაც ადამი და მისი შთამომავალნი ღმერთმა დასაჯა, მიწა დაიწყევლოს შენს გამო, ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე, ძეძვი და ეკალი აღმოგიცენდეს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო, პიროფლიანი ჭამდე პურს ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი,ღმერთმა ცოდვილი ცოლ – ქმარი სამოთხიდან გამოაძევა, ადამს და ევას 2 ძე ჰყავდათ კაენი და აბელი.
ადმა – ქალაქი, რომელიც დაინგრა სოდომსა და გომორთან ერთად.
ადონია – 1 დავითის მეოთხე ვაჟი, დავითის მოხუცებულობის ჟამს მის მემკვიდრეებს შორის ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში ერთერთი აქტიური იყო ადონია, რომელიც სოლომონს მემკვიდრეობაში ეცილებოდა, მათ შორის ბრძოლა ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი მხარეები აღარაფერს ერიდებოდნენ, გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად დავითმა მეფედ სოლომონი აკურთხა, სოლომონმა ადონიას აპატია ყველაფერი, მაგრამ დავითის სიკვდილის შემდეგ ადონია შეეცადა ცოლად შეერთო აბიშაქ შუნამელი და ამით შეცილებოდა სოლომონს მის ტახტს, სოლომონმა ადონია მოაკვლევინა,2 ერთერთი ლევიანი, რომელიც იოშაფატმა გაგზავნა ხალხისათვის საღვთო სჯულის სასწავლებლად,3 ლევიანი, რომელმაც სხვებთან ერთად აღთქმა დადო რომ დაიცავდა ღვთის სჯულს, მის ყველა მცნებას.
ადორაიმი – ქალაქი იუდას სამხრეთ ნაწილში.
ავგუსტუსი – რომის I იმპერატორი, მისი ნამდვილი სახელი იყო გაიუს იულიუს კეისარი ოქტავიანე, ხოლო ტიტული ავგუსტუსი აღზევებული მიიღო ძვ. წ. 27 წ იგი დაიბადა ძვ. წ. 63 წ აღზარდა იულიუს კეისარმა, იყო მისი მემკვიდრე, გარდაიცვალა ახ წ 14 წ, მისი მმართველობის პერიოდში დაიბადა იესო ქრისტე.
ალექსანდრე – 1 მაკედონიის მეფე ალექსანდრე დიდად წოდებული ძვ. წ. 336 – 323 წ, მიაჩნიათ, რომ წინასწარმეტყველ დანიელის წიგნში აღწერილი სიზმარი “როგორც ავაზა ზურგზე 4 ფრთა ჰქონდა ფრინველისა, 4 თავი ამ მხეცთა ხელმწიფება მიეცა მას” უნდა იყოს სიმბოლური აღწერა ალექსანდრე მაკედონელისა, რომელმაც 12 წლის განმავლობაში შექმნა უდიდესი სამეფო მაკედონიისა, დაიპყრო სირია, პალესტინა, ეგვიპტე, ინდოეთი, მისი ლაშქრობა ბაბილონში დასრულდა, ალექსანდრემ იგი თავის უზარმაზარი სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა, მისი მთავარი მიზანი იყო მაკედონელებისა და ბერძნების მიერ დაპყრობილი ხალხების ურთიერთშერწყმა, პლუტარქეს თქმით ალექსანდრე მაკედონელმა გაიარა მთელი აზია არა როგორც ყაჩაღმა და არა იმისთვის რომ ხელთ ეგდო და დაეგროვებინა მოულოდნელი წარმატების მეოხეობით მოპოვებული სიმდიდრე, არამედ სურდა ქვეყნად ყველა ადამიანი დამორჩილებოდა ერთ გონებასა და ერთ სახელმწიფო წყობას, იგი მოულოდნელად გარდაიცვალა ბაბილონში, მან დაამხო სპარსელების ბატონობა, აზია აზიარა ბერძნულ კულტურას, მაკედონელის ვეებერთელა ინდოეთიდან დუნაიმდე გაშლილი სახელმწიფო მისი სიკვდილის შემდეგ დაიშალა და მის ტერიტორიაზე სხვადასხვა ელინისტური სახელმწიფოები წარმოიქმნა,
2 სიმონ კორინელის ვაჟი,
3 იმ სინედრიონის წევრი რომელმაც პეტრე და იოანე დაადანაშაულა დავრდომილი კაცის სასწაულებრივი განკურნების გამო,
4 ეფესელი ებრაელი, რომელიც უშედეგოდ შეეცადა დაეწყნარებინა პავლეს წინააღმდეგ ამხედრებული ბრბო,
5 ალექსანდრე მჭედელი რომელიც პავლეს სამოციქულო მსახურებისას ხელს უშლიდა და სიცოცხლე გაუმწაარა.
ამარიაჰუ – მღვდელთმთავარი, რომელიც იოშაფატმა დანიშნა იერუსალიმის მთავარ წინამძღოლად.
აამაციაჰქუ – იოაშის ვაჟი, იუდას სამეფოს მეორე მეფე, მეფობის პირველ ხანებში ის ღვთისმსახური იყო მაგრამ ბოლოს დაიწყო კერპთაყვანისმცემლობა, ედომელებთან ბრძოლაში მან ღვთის ბრძანებით დაქირავებულთა ჯარი დაითხოვა და მხოლოდ თავისი ძალებით დაამარცხა ისინი, წაართვა კერპები, მაგრამ მიიტანა რა იერუსალაიმში დაიწყო მათი თაყვანისცემა რისთვისაც ღმერთმა დასაჯა, მან გამოუცხადა ომი ისრაელის მეფე იოაშს, იოაშმა დაამარცხა ამაციაჰქუ, დააქცია და გაძარცვა იერუსალიმი, ამაციაჰქუმ 29 წ იმეფა.
ამნონი – დავითის უფროსი ვაჟი, ცნობილია უღირსი საქციელით ნახევარდის თამარის მიმართ, თამარის შეურაცყოფა არ აპატია აბესალომმა და მოაკვლევინა.
ამონი – მენაშეს შვილი, იუდას XIV მეფე, ის მამამისის მსგავსად უკუღმართად იქცეოდა და ემსახურებოდა იმ კერპებს რომელსაც მამამისი, იმეფა 2 წელი, მოკლეს ქვეშევრდომებმა.
ამოს – მცირე წინასწარმეტყველთა შორის IV, თეკუაყელი მწყემსი, ის იყო მეფე ყუზიას თანამედროვე, ღმერთისჩაგონებით წავიდა სამარიაში და წინასწარმეტყველებას შეუდგა, იგი აღშფოთებული იყო ხალხის უზნეო ცხოვრებით და მოუწოდებდა მათ განწმენდისაკენ, ამოსი ისრაელისა და სამარიის დაღუპვას წინასწარმეტყველებდა, მეფეს და დიდებულებს არ მოეწონათ მისი ქადაგება და მოინდომეს მისი ისრაელიდან განდევნა რაზეც ამოსმა უპასუხა “უფალმა მიბრძანა წადი უწინასწარმეტყველე ისრაელთ ჩემს ხალხსო”.
ანა – წინასწარმეტყველი, ფანეოლის შვილი, რომელმაც დაქვრივების შემდეგ ღვთისმსახურებას შესწირა თავი, 84 წლისა იყო როდესაც მოხუც სიმონთან ერთად ნახა ყრმა იესო ტაძარში და იწინასწარმეტყველა, რომ იგი კაცობრიობის მხსნელი, მესია იყო, მეორე მღვდელთმთავარი კაიაფას სიმამრი როდესაც იესო შეიპყრეს პირველად ანასთან მიიყვანეს, ანა მონაწილეობდა პეტრესა და იოანეს გასამართლებაში.
ანანია, პანანია – 1 იერუსალიმელი ებრაელი რომელიც ცოლთან ერთად შეუერთდა ქრისტეს მოწაფეებს, სხვა მორწმუნეთა მსგავსად მანაც გაყიდა ქონება და თანხის მხოლოდ ნაწილი გადასცა პეტრეს, პეტრემ ამხილა იგი, ანანია რომელმაც იცრუა მკვდარი დაეცა, ასეთივე ბედი ეწია მის ცოლს, რომელმაც ქმრის სიტყვები გაიმეორა,2 პირველქრისტიანული ეკლესიის დამასკოელი მოწაფე, რომელიც ღმერთმა გაუგზავნა უსინათლო სავლეს, ანანიას ხელის შეხებით სავლეს თვალი აეხილა,3 მღვდელთმთავარი, მან ბრძანა ბაგეები დაეთეთქვათ პავლესათვის, როცა ის თავს იცავდა სინედრიონის წინაშე.
არამი – სემის ერთერთი ვაჟი, მისი სახელიდან წარმოდგება არამეელების ქვეყნის სახელი.
არარატის მთა – მდებარეობს თურქეთში, სომხეთის საზღვართან ახლოს, მდ არაქსის შუა წელში, მარჯვენა ნაპირზე, წარმოადგენს ორ მწვერვალს დიდ არარატს და მცირე არარატს, დიდი არარატის სიმაღლე 5165 მეტრია, რომლის მწვერვალი მუდმივად თოვლითაა დაფარული, ბიბლიის თანახმად ნოეს კიდობანი ამ მთაზე შეჩერდა.
ასა – აბიამის ძე, იუდას III მეფე ძვ. წ. 955 – 914 წ, იგი იყო ძლიერი და ღვთისმოშიში კაცი, მან მოსპო კერპთაყვანისმცემლობა იუდეაში და აღადგინა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, მისი მეფობის დროს გაძლიერდა იუდეის სამეფო, შეძლო დაემარცხებინა ეგვიპტის მეფის სერაჰის ჯარი, რომელიც მის სამეფოში შემოიჭრა, იმეფა 41 წელი.
ასენეთი – ფოტიფერაყის ქალიშვილი, იოსების ცოლი, მენაშეს და ეფრემის დედა.
ასურბანიფალი – ასურეთის მეფე ძვ. წ. 669 – 633 წ, იგი თავგამოდებით ცდილობდა მემკვიდრეობით მიღებული იმპერიის შენარჩუნებას, ებრძოდა სკვითებს, კიმერიელებს, სპარსელებს, მიდიელებს, ცნობილია ასურბანიფალის ბიბლიოთეკა, რომელიც ნინევიის გათხრების დროს აღმოჩნდა, ეს არის ლურსმულით ნაწერი 30 000 თიხის ფირფიტა, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა დროის რელიგიურ, მაგიურ და ლიტერატურულ ტექსტებს.
ახაზი – იოთამის შვილი, იუდას XI მეფე, ის იყო იუდას ყველა მეფეზე უფრო უღვთო,მან აღაშენა ბაალის სამსხვერპლო იერუსალიმის საზღვარზე, დადგა მოლოქის კერპები რომელსაც საკუთარ ბავშვებსა სწირავდნენ მსხვერპლად, ღვთის ტაძარი კი დაკეტილი იყო, ამის გამო იუდას სამეფო დიდ უბედურებაში ჩავარდა, ესაიამ უწინასწარმეტყველა ემანუელის შესახებ, მაგრამ მან არ დაუჯერა და არ დაემორჩილა უფალს, სირიელები, ისრაელიანები, ფილისტიმელები, ედომელები სხვადასხვა მხრიდან იკლებდნენ და აოხრებდნენ იუდას სამეფოს, ახაზმა 16 წელი იმეფა, იგი სამეფო განსასვენებელში არ დაუსაფლავებიათ.
ახაზია – 1 აქაბის ძე ისრაელში იმეფა ორ წელს, ისიც ისეთივე უღვთო იყო როგორც მამამისი, სასახლის ბანზე სეირნობის დროს ჩამოვარდა და რამდენიმე ხნის შემდეგ გარდაიცვალა,2 იორამის და გოთოლიას ვაჟი, იუდას მეფე, გამეფდა 22 წლის და იმეფა 1 წელი.
ახიმელექი – 1 ნობის ქურუმი, უფლის მღვდელი, საულისგან დევნილმა დავითმა ახიმელექთან შეაფარა თავი, რომელიც დავითს შესაწირავად განკუთვნილი პურით გაუმასპინძლდა და ტაძარში შენახული გოლიათის ხმალიც აჩუქა, ამის შესახებ საულს აცნობა მისმა მსახურმა დოედ ედომელმა, განრისხებულმა საულმა სხვა ქურუმებთან ერთად სახელმწიფოს ღალატისათვის ახიმელექის დასჯა ბრძანა, მაგრამ ყველა ჯარისკაცმა უარი თქვა ქურუმის დასჯაში მონაწილეობაზე, ბოლოს მაბეზღარა დოედ ედომელმა დახოცა მღვდლები, მახვილით მოსრა ნობი მღვდელთა ქალაქი, კაცი და ქალი, ჭაბუკი და ძუძუთა ბავშვი, ხარები, სახედრები, ცხვრები და თხები, გადარჩა მხოლოდ ახიმელექის 1 ვაჟი აბიათარი, რომელიც დავითთან გაიქცა,2 ახიმელექ ხეთელი დავითის ერთერთი მებრძოლი ლიფის უდაბნოში.
ბალაამი – წინასწარმეტყველი, ცხოვრობდა მესოპოტამიაში, ევფრატის ნაპირზე მდებარე ქ ქეთორში, მოაბელთა მეფე ბალაკმა ისრაელის წინააღმდეგ ომი ვერ გაბედა, მოიხმო ბალაამი და სთხოვა დაეწყევლა ისრაელიანები, ბალაამი სამჯერ მოემზადა მათ დასაწყევლად, ღვთის ჩაგონებით სამჯერვე წარმოთქვა მათზე კურთხევა და იწინასწარმეტყველა კიდევაც რომ იაკობის ტომისაგან წარმოსდგება მესია და იგი გამეფდება ყველა ხალხზე.
ბალაკი – მოაბელთა მეფე, მას ეშინოდა ისრაელიანთა წარმატებისა, მათზე თავდასხმას ვერ ბედავდა, დახმარებისათვის მიმართა წინასწარმეტყველ ბალაამს, რომელიც ღვთის კარნახით ისრაელიანების წინააღმდეგ არ წავიდა ამიტომ ბალაკმა ხელი აიღო განზრახულ ომზე.
ბარაბა – სიკვდილმისჯილი ავაზაკი, პასექის დღესასწაულზე წესად იყო მიღებული რომელიმე პატიმრის განთავისუფლება, როდესაც პილატემ მიმართა მღვდელთმთავრებს და ხალხს ვინ გაენთავისუფლებინათ ბარაბა თუ იესო ქრისტე ხალხმა მღვდელთმთავრების გავლენით ბარაბა შეიწყალა.
ბაზილაი – გალადელი მდიდარი მოხუცი და დავითის ერთგული მსახური, ბაზილაიმ მომაკვდავ დავითს აუწყა, რომ ადონიამ თვითნებურად თავი მეფედ გამოაცხადა და ურჩია რომ სოლომონი სასწრაფოდ მეფედ გამოეცხადებინა.
ბარნაბა – ლევიანელი, ტომით კიპროსელი იოსები, მოციქულებმა შეარქვეს ბარნაბა, რაც ნუგეშის ძეს ნიშნავს, ბარნაბამ გაყიდა ნაკვეთი, აღებული ფული მოციქულებთან მიიტანა საერთო საქმისათვის, ბარნაბა პავლესთან ერთად მოღვაწეობდა ანტიოქიაში, კიპროსზე ავრცელებდა უფლის სიტყვას და ზრუნავდა წარმართთა მოქცევაზე, ურწმუნო იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს თავის სამშობლოში კიპროსის კუნძულზე.
ბაყაშა – ისრაელის მეფის ნადაბის სამხედრო სარდალი, ბაყაშამ გიბერთონიის ალყის დროს მუხანათურად მოკლა ნადაბი, შემდეგ მთელი მისი ოჯახი ამოწყვიტა, გაანადგურა მისი მოდგმა და ტახტს დაეუფლა, ბაყაშა მოხერხებული დიპლომატი და მამაცი მებრძოლი იყო, მან კავშირი შეკრა დამასკოს მეფე ბენ ჰადადთან და თავს დაესხა იუდას, მაგრამ იუდეველთა მეფე ასამ გადაიბირა ბენ ჰადადი, ამ უკანასკნელმა გაწყვიტა კავშირი ბაყაშასთან და თავს დაესხა ისრაელს, დამარცხებული ბაყაშა ჩრდილოეთში გაიქცა, მან 24 წ იმეფა და თავისი დღით მოკვდა.
ბენაიაქუ – იექოჰიდაყის ძე მხედართმთავარი სოლომონის კარზე, სოლომონმა მას უბრძანა მოეკლა მისდამი მტრულად განწყობილი ადონია და იაოაბი, მან მოკლა ადონია, იაოაბმა კი ტაძრის ეზოში დამალვა მოასწრო, წესის მიხედვით იქ თავშეფარებული კაცის ხელყოფა არ შეიძლებოდა, მაგრამ ბენაიაქუმ შებილწა წმინდა ადგილი და ზედ უფალი ღვთის საკურთხეველთან განგმირა იაოაბი.
ბენიამინი – იაკობის და რახელის უმცროსი შვილი, რახელი ბენიამინის მშობიარობისას დაიღუპა, მან თავის ძეს უწოდაბენ – ყორნი ძე ჩემი ტანჯვისა, ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი ძე მარჯვენისა, ბენიამინი განსაკუთრებით უყვარდა მამას და მის ძმა იოსებს.
ბენ ჰადადი – ეს სახელი სირიის, არამის მეფეების საერთო ტიტულია ისევე როგორც ფარაონი ეგვიპტის მეფეებისა, ამ სახელით ბიბლიაში მოიხსენება სირიის დამასკოს 3 მეფე,1 კაბრიმონინის ძე რომელიც მოისყიდა იუდას მეფე ასამ და დაიწყო ომი ისრაელის მეფე ბაყაშას წინააღმდეგ, , მან ააოხრა ქიმეოთი და ნაფთალიის მხარე,2 ესაა წინა მეფის შვილი, სირიის, არამის მეფე, არამის მეფე ბენ ჰადადმა შეძლო დაეპყრო მთელი გალადის მხარე, ბენ
ჰადადმა ოცდათორმეტ მეფესთან შეკრა კავშირი და გარს შემოერტყა ისრაელის სატახტო ქალაქ სამარიას, ისრაელის მეფე ადაბს დაეხმარა ღმერთი, წინასწარმეტყველის რჩევით თავს დაესხა მოკავშირეებს და დაამარცხა ისინი, მეორე წელს ბენ ჰადადი მეორედ თავს დაესხა ისრაელს, მათ ამჯერადაც შეძლეს ბენ ჰადადის დამარცხება, ბენ ჰადადი ტყვედ ჩავარდა, მაგრამ ისრაელის მეფემ შეიწყალა და გაანთავისუფლა, იგი მოკლა თავისმა მსახურმა ახაზაილმა, რომელიც დაეუფლა სამეფო ტახტს,3 ხაზაელის შვილი, ბენ ჰადადმა სამჯერ წააგო ომი ისრაელიანების წინააღმდეგ და დაკარგა ყველა ქალაქი ისრაელისა რაც მამისაგან მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული.ბზა – მაგარი, მკვრივი მარადმწვანე მცენარე, უძვირფასესი სამშენებლო მასალა, მისი ზეთი სამკურნალოა.
გაალი – ყებედის ძე, იგი შექემის მცხოვრებლებს მოუწოდებდა აბიმელექის წინააღმდეგ, რომელთან ბრძოლაშიც გაალი დამარცხდა.
გადი – 1 იაკობის მეშვიდე შვილი, 2 დავითის ერთგული წინასწარმეტყველი, რომელმაც საულისაგან დევნილ დავითს ურჩია იუდას ქვეყანაში გადახვეწილიყო.
გედაია – 1 ახიტამის შვილი, შაჰანის შვილიშვილი, მეფე იოშიას ერთერთი მთავარი, რომელიც იუდას ქალაქების მმართველად დაინიშნა იერუსალიმის დაცემის შემდეგ, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა იერონიასთან, გედალიასთან მიცფაში დააბრუნა სხვადასხვა ადგილებში დაფანტული იუდეველები, 2 თვის მმართველობის შემდეგ გედალია მოკლა ისმაელმა იუდაელმა მხედართმთავარმა, 2 მეფე ციზკიას ერთერთი მთავარი, რომელმაც მოისმინა იერემიას წინასწარმეტყველება მომავალი უბედურების შესახებ, რისთვისაც გედალიამ იერემია დასაჯა და ჭაში ჩააგდო, საიდანაც წინასწარმეტყველი ყებემელექმა ამოიყვანა.
გენარია – 1 შაჰანის ძე, იუდას ერთერთი მთავარი, რომელსაც უფლის სახლის კარიბჭეს შესასვლელთან ჰქონდა ოთახი, დავითმა აქ წაიკითხა იერემიას წერილი ხალხის გასაგონად,2 ხიზკიას ძე გემარიას ხელით გაუგზავნა მეფე ციდკიამ წერილი ბაბილონელ ტყვეებს.
გოგი და მაგოგი – გოგ მაგოგელი იყო მაგოგის მიწის მთავარი, რომელიც სხვა ბარბაროს ტომებსაც მართავდა, იგი დიდი ჯარით გაემართა წმინდა მიწისაკენ, სადაც მან ღმერთისაგან სრული დამარცხება განიცადა, ფიქრობენ, რომ მაგოგი ნიშნავს სკვითების ქვეყანას, ეს არის დიდი ტრამალების ქვეყანა კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან ჩრდილოეთითა და ჩრდილო – აღმოსავლეთით, გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისაში ჩანს, რომ გოგი და მაგოგი იყვნენ წარმართული სამყაროს უძლიერესი მმართველები, რომლებიც მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ჭეშმარიტ ღმერთს წინ ვერ აღუდგნენ.
დავითი – იესეს უმცროსი ვაჟი, დაიბადა ბეთლემში ძვ. წ. 1085 წ იუდევლებისა და ისრაელიანების მეფე ძვ. წ. 1055 – 1015 წ მისი ისტორია მოთხრობილია ბიბლიის I და II მეფეთა თავებში, იგი ღმერთის ბრძანებით მეფედ აკურთხა წინასწარმეტყველმა სამოელმა, დავითი ამ დროს ახალგაზრდა იყო და ცხვარს მწყემსავდა, ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ მეფე საულს მოუხდა ომი ფილისტიმელებთან, ამ ომში დავითმა განსაკუთრებით ისახელა თავი, გოლიათზე გამარჯვება, საულის სიკვდილის შემდეგ ისრაელის მეფედ დავითი აირჩიეს, რომელიც ღვთისმოსავი კაცი იყო და მტკიცედ იდგა სჯულზე, ამიტომ ღმერთი ეხმარებოდა მას, ღვთის შეწევნით მან გაანთავისუფლა ისრაელი მტრებისაგან და ისეთი ძლიერი სამეფო შექმნა, რომ მეზობელი ხალხები ომს ვეღარ უბედავდნენ, დავითმა იერუსალიმი სატახტო ქალაქად აქცია, აქ მან ააშენა სადღესასწაულო კარავი და შიგ აღთქმის კიდობანი დაასვენა, იგი შესანიშნავი მუსიკოსი და მგალობელი იყო, მან ბევრი ფსალმუნი შექმნა სადაც ღMერთს უგალობდა, ამ საგალობლებს დავითნი ეწოდა.
დალილა – ფილისტიმელი ქალი, სამსონის მიჯნური, შემდეგ კი მისი მოღალატე.
დანიელი – ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა ძვ. წ. 1607 წ დაიპყრო იერუსალიმი, მისი ბრძანებით ისრაელის მეფეთა შთამომავლებს დანიელს, ხანანიას,, ისაელს და ყაზარიას უნდა ესწავლათ მისი ქვეყნის ენა და მწიგნობრობა, რომლებმაც ამათ გარდა მისნობაც ისწავლეს, მათ შორის დანიელი გამოირჩეოდა, მან მეფის კარზე თავი გამოიჩინა როგორც მართალმა და გონიერმა წინასწარმეტყველმა და შეძლო მისი სიზმრების ახსნა, დანიელმა და მისმა მეგობრებმა უარი თქვეს კერპთაყვანისცემლობაზე, რისთვისაც მეფემ მისი მეგობრები ანთებულ ღუმელში ჩაყარა, თუმც ღრმა რწმენის გამო ცეცხლმა მათ ვერაფერი დააკლო, ნაბუქოდონოსორის მერე ტახტზე ბელშაცარი ავიდა, რომელიც დარწმუნდა დანიელის ღვთიურ ძალაში და სამეფოში ის მესამე კაცად გამოაცხადა, მის შემდეგ კი გამეფდა დარიოსი, მან პროვინციებში ავხორცი სატრაპი დანიშნა, მათ უფროსად კი 3 მთავარი დაადგინა, მათ შორის იყო დანიელიც, მეფეს უნდოდა მომავალში დანიელისთვის მთელი სამეფოს მართვა მიენდო, შურით აღვსილმა მთავრებმა და სატრაპებმა გადაწყვიტეს დანიელის დაღუპვა, მათ ის მეფესთან დააბეზღეს რომ ის ფარულად მოსეს სჯულს მისდევდა და ყველა რიტუალს ასრულებდა, მეფის ბრძანებით დანიელი მშიერ ლომებს ჩაუგდეს, თუმც მათ მისთვის არაფერი უვნიათ, დარიოსმა მას კვლავ დაუბრუნა დიდება და პატივი, დანიელი კიროსის მეფობასაც მოესწრო, მას პატივს სცემდნენ როგორც მეფის კარის დიდებულს და შთაგონებულ წინასწარმეტყველს, ის ებრაელებს უწინასწარმეტყველებდა რომ მოვიდოდა ღვთისაგან ცხებული მესია, რომელიც მათ ტანჯვისაგან იხსნიდა და ქვეყნად სამართლიანობას აღადგენდა, როცა კიროსმა ბაბილონში გადმოსახლებულ ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნების ნება დართო დანიელი უკვე ღრმად მოხუცი იყო, იგი ბაბილონში გარდაიცვალა.
დებორა – წინასწარმეტყველი ქალი, რომელიც ცხოვრობდა ეფრემის მთაზე, მან გათავისუფლებისათვის საბრძოლველად აამხედრა ისრაელიანები ქანაანის მეფე იაბელს დაპყრობილი ჰყავდა ისრაელები ბარაკის ხელმძღვანელობით.
დემეტრე – ეფესელი ვერცხლისმჭედელი, რომელიც არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს აკეთებდა და დიდ შემოსავალს აძლევდა ხელოსნებს, მას ხელს არ აძლევდა ქრისტეს მოძღვრების გავრცელება, რომელიც არტემიდეს ტაძარსაც საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ პავლეს წინააღმდეგ ააჯანყა ეფესოს მოსახლეობა.
დიანა – ქალღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ არა მარტო ეფესოში და აზიაში არამედ მთელ მსოფლიოში, დიანა – არტემიდე იყო ნადირობის, მთვარის, ნაყოფიერების ქალღმერთი, ეფესოში აღმართული იყო არტემიდეს ტაძარი, რომელიც აშენებული იყო ვერცხლისმჭედელი დემეტრეს მიერ.
დოედი – საულის მსახური, საულისგან დევნილი დავითი ახიმელექმა შეიფარა, მისცა მას მახვილი და საჭმელი ოედმა დააბეზღა ახიმელექი საულთან, საულმა კი ახიმელექის დასჯა ბრძანა ყველა მეომარმა უარი სთქვა მის დასჯაზე მხოლოდ დოედ ედომელმა მეფის გულის მოსაგებად იკისრა ეს საქმე და დაქირავებული ყაჩაღებით თავს დაესხა მღვდელთა ქალაქს ნობის, 85 მღვდელი მათ შორის ახიმელექიც მოაკვლევინა და მთლიანად გაანადგურებინა მოსახლეობა, გადარჩა ახიმელექის ვაჟი აბიათარი რომელიც დავითთან გაიქცა.
ევა – ადამის ცოლი I ქალი რომელიც ღმერთმა ადამის ნეკნისგან შექმნა, ღმერთმა ევა დასაჯა ცნობადის ხის ნაყოფის ჭამისთვის და უბრძანა ვარამსა და დარდში ატარებდე შენს სიცოცხლეს, შვილთა შენთა შობდე წვალებითა და ტანჯვითა, იყო ქმრის მორჩილებაში და უფლობდეს შენზედა.
ელიმელდახი – ნაბუქოდონოსორის შვილი და მემკვიდრე, ბაბილონის მეფე ძვ. წ. 560 წ, მან ტყვეობიდან გაანთავისუფლა იეჰოიაქინი იუდას მეფე რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერვი მეროდაჰის კარზე უზრუნველად ცხოვრობდა, იმეფა 2 წელი.
ევტიქე – ტროადელი ჭაბუკი, რომელიც მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და მოკვდა იმ დროს როდესაც პავლე ქადაგებდა, პავლე მივიდა მკვდარ ჭაბუკთან მოეხვია და თქვა “ნუ შეძრწუნდებით ვინაიდან მისი სული მასშივეა” ყრმა გაცოცხლდა.
ეზრა – იუდაელი მღვდელი, კეთილმსახური და სწავლული, მცოდნე საღვთო წერილისა, ცხოვრობდა ბაბილონში სპარსთა მეფის არტაქსერქსეს დროს მეფემ ეზრა გაგზავნა იერუსალიმში ძვ. წ. 460 წ რათა აღედგინა კეთილმსახურება და მოეწესრიგებინა მმართველობა და სასამართლოები, რომ ყველა იუდაელს ეცხოვრა მოსეს სჯულის თანახმად, მასთან ერთად ბაბილონიდან სამშობლოში 1700 ებრაელი დაბრუნდა, იერუსალიმში მან აღადგინა სასულიერო და სამოქალაქო წეს – წყობილება, ხალხს გააცნო და რამდენჯერმე წაუკითხა წიგნი სჯულისა, ბოლოს შედგენილი იქნა ხელწერილი, რომლის ძალითაც ყველა ებრაელი ვალდებულად ხდიდა თავის თავს დაეცვა სჯული და ყველა ბრძანება უფლისა, ეზრამ შეკრიბა საღვთო წერილის ყველა წიგნი ძველი აღთქმისა, აღრიცხა და ტაძარში შეიტანა დასაცავად, მისი მითითებით დაარსდა დიდი სინაგოგა.
ელდადი და მედადი – 2 იმ სამოცდაათთაგანი რომლებიც მოსემ შეარჩია უდაბნოში ებრაელთა სამართავად, უფალმა სული დაადგა მათ და ისინი ქადაგად დაეცნენ, ოღონდ მცირე ხნით ორნი კი ელდადი და მედადი ბანაკში იყვნენ ისინი უფლის სურვილით ქადაგად დაეცნენ, იესო ნავეს ძემ მოსეს უთხრა მოსე ჩემო ბატონო შეაწყვეტინე, მოსემ უპასუხა ნეტავ მთელი უფლის ერი დაეცემოდეს ქადაგად, ნეტავ მათაც მოჰფენდეს უფალი თავის სულს.
ელეაზარი – 1 ჯაბრამის მსახური, აბრამი ფიქრობდა, რომ ის იქნებოდა მისი მემკვიდრე თუკი მას შვილი არ შეეძინებოდა,2 მოსეს მეორე შვილი.
ელია – ილია წინასწარმეტყველი ძვ. წ. IX ს, ამხელდა ისრაელიანებს კერპთაყვანისმცემლობაში, მან გააფრთხილა მეფე აქაბი რომ თუ თვითონ და ხალხი არ მოექცეოდა სამ წელიწადს და ექვს თვეს არც წვიმა იქნებოდა და არც ნამი, ხალხმა არ შეისმინა მისი და ისრაელს მოევლინა სამწლიანი გვალვა, დაიწყო შიმშილობა ბოლოს ყველა დარწმუნდა ჭეშმარიტი ღმერთის არსებობაში, მოინანიეს, მოსპეს კერპები და დახოცეს ქურუმები, მაშინ ელიას ლოცვით წვიმაც მოვიდა და მოსავალიც, ელია წმინდა კაცი იყო, ღმერთმა ცოცხლად აიტაცა იგი ზეცად, ამ შემთხვევას დაესწრო მისი მოწაფე ელისე.
ელიაკიმი – 1 მეფე ხიზკიას მოურავი, რომელიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა მოლაპარაკებაში მეფე სინახერიბის მიერ გაგზავნილ მთავრებთან,2 შვილი და მემკვიდრე ისრაელის მეფე იოშიასი, გამეფების შემდეგ ფარაონმა ნექომ სახელად დაარქვა იეჰოიაკიმი.
ელიმა – კიპროსელი ცრუწინასწარმეტყველი რომელიც ბარიესობად იწოდებოდა ის იყო პროკონსულ სერგიუს პაულიუსთან მაშინ როდესაც მას პავლე და ბარნაბა ეწვივნენ, იგი ცდილობდა მოექცია პროკონსული, მაშინ პპავლემ დაწყევლა და იგი მაშინვე დაბრმავდა.
ელიმელექი – ბეთლემელი, რომელიც შიმშილობის გამო ოჯახთან ერთად წავიდა მოაბის ველზე საცხოვრებლად მის ცოლს ნაყომი ერქვა ვაჟებს მახრონი და ქილიონი.
ელისაბედი – 1 იოანე ნათლისმცემლის დედა, რომელსაც ვაჟის დაბადება უწინასწარმეტყველა და ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა,2 ამ სახელით ძველ აღთქმაში მოიხსენიება აარონის ცოლი.
ელისე – წინასწარმეტყველი, ელიას მოწაფე, ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში ძვ. წ. IX ს, იყო ღვთის მოწყალების მაუწყებელი, ბიბლიაში აღწერილია მისი სასწაულები,მან მწარე წყალი 1 მუჭა მარილით სასმელად ვარგისი გახადა, განკურნა კეთრისაგან ნეემან სირიელი, მკვდრეთით აღადგინა კეთილმორწმუნე ქვრივის ვაჟი, სიკვდილის შემდეგ ელისეს ძვლებმა მკვდრეთით აღადგინა მიცვალებული, რომელიც შემთხვევით მის საფლავში ჩაასვენეს.
ელიფაზი – ესავის შვილითემანის მამა, ძველ აღთქმაში ამ სახელით ცნობილია აგრეთვე იობის მეგობარი.
ელკანა – წინასწარმეტყველ სამოელის მამა, ბიბლიაში ამ სახელით ცნობილია რამდენიმე პირი.
ელონი – 1 ზენბულონის შვილი რომელთაგან წარმოდგნენ შემდეგ ელონელები,2 ზებულონეგი ისრაელის მსაჯული 10 წლის განმავლობაში, იგი დაკრძალეს აიალონში,3 ხეთელი მისი ქალიშვილი ბასმათი ცოლად მოიყვანა ისაკის შვილმა ესავმა,4 დანიანების შტოს ერთერთი სამკვიდრო ქალაქი დანი ისრაელის იაკობის ძე იყო.
ესავი – ისაკის შვილი, იაკობის უფროსი ძმა ტყუპისცალი, იყო მარჯვე მონადირე, მან თავისი დედის რებეკას ეშმაკობით დაკარგა პირმშოობის უფლება, რისთვისაც თავის ძმის იაკობის მოსისხლე მტრად იქცა, ძმები შერიგდნენ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ესავისგან დევნილი იაკობი ქალდეადან დაბრუნდა, ესავი დასახლდა სეყირის ქვეყანაში და ედომელთა მამამთავარი გახდა, შემდეგ ესავის სახელი ბიბლიაში გვხვდება როგორც ხალხის და ადგილის დასახელება, მაგ ესავის გორა, ესავის სახლი.
ესთერი – იუდაელი ქალი, გაიზარდა ბიძა მარდოქაესთან, ის თავისი გარეგნობის წყალობით გახდა სპარსეთის მეფის არტაქსერქსე ახაშვეროშის ძვ. წ. 480 – 465 წ ერთერთი პირველი ცოლი, რომლის გავლენითაც მეფემ მიიღო კანონი სპარსეთის მიწაზე იუდაელების შეწყალების შესახებ.
ეფრემი – იოსების მეორე შვილი, დაიბადა ეგვიპტეში, ისრაელიანთა მიერ ქანაანის დაპყრობის შემდეგ, მან თავის ძმა მენაშესთან ერთად თანაბარი წილი მიიღო.
ზარახი – იუდასა და თამარის შვილი, თარესის ძმა.
ზაქარია – 1 ისრაელის XIV მეფე იერობოამ II – ს ვაჟი და მემკვიდრე, 6 თვის მეფობის შემდეგ ძვ. წ. 778 წ იგი შარუნმა მოკლა,2 ბარაქიას შვილი, წინასწარმეტყველ ესაიას ერთერთი მოწმე მის საქმიანობაში,3 მეფე ყუზიაჰუს მრჩეველი, მისი სიკვდილის შემდეგ მეფეს ბევრჯერ შეემთხვა უსიამოვნება,4 იეჰოჰიდადაყის ძე მღვდელი რომელმაც აუწყა ხალხს მოსალოდნელი დიდი განსაცდელი, მეფე იოაშის ბრძანებით ზაქარია სიკვდილით დასაჯეს,5 ღმერთის მსახური, ლევიანი, რომელმაც სხვებთან ერთად მეფე იეზიხკიაჰუს მითითებით განწმინდა უფლის სახლი,6 წინასწარმეტყველი ბერექიას შვილი, ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო წინასწარმეტყველება ძვ. წ. 520 წ, ის ხალხს მოუწოდებდა ტაძრის საშენებისკენ, რაც წარმატებით დამთავრდა და აშენდა,7 იოანე ნათლისმცემლის მამა რომელსაც ვაჟის დაბადება უწინასწარმეტყველა და ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა, ბიბლიაში ამის გარდა სახელი ზაქარია ცნობილია მრავალი პირის სახელად.
ზაქე – მებაჟეთა უფროსი, მდიდარი კაცი, როდესაც იესო იერუსალემს მიემგზავრებოდა იერიქონზე გაიარა, ზაქეს უნდოდა იესოს დანახვა, მაგრამ ტანდაბალი იყო და ხალხი უშლიდა, ამიტომ ლეღვის ხეზე ავიდა, როცა იესო იმ ადგილზე მივიდა აიხედა მაღლა და უთხრა “ზაქე ჩამოდი სწრაფად დღეს შენ სახლში მომიწევს დარჩენა”, ზაქემ სიხარულით მიიღო იგი ხალხი კი აბუზღუნდა ცოდვილ კაცთან შევიდაო, ზაქემ აღუთქვა უფალს რომ თავისი ქონების ნახევარს ღარიბებს მისცემდა, იესომ უთხრა მას “დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა იმიტომ რომ ისიც აბრაჰამის ძეა”,ზებახი და ცალმუნატი – მიდიანის 2 მთავარი, რომლებიც გედეონმა დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.
ზებედე – გალილეველი მეთევზე, მოციქულ იაკობისა და იოანე მახარებლის მამა, მისი ცოლი იყო სალომე რომელიც იესოს სიკვდილამდე ემსახურებოდა.
ზებულონი – იაკობის მეათე შვილი, ლეასთვის მეექვსე, მას თვითონ 3 ვაჟი ჰყავდა.
ზერახი – ეთიოპიის მეფე, რომელიც დიდი ჯარით თავს დაესხა იუდას, მაგრამ ვერ შეძლო მ ისი დამარცხება.
ზილფა – ლეას მსახური, იაკობის შვილიშვილების გადის და აშერის დედა.
ზიმრანი – აბრამის ვაჟი, რომელიც კეტურასგან ეყოლა.
თამარი – 1 იუდას შვილის ყერის ცოლი, მას ქმარი მალე გარდაეცვალა, თამარს ყერისგან შვილი არ ჰყავდა, იუდას რჩევით თამარი მეორე ძმის ონონის ცოლი გახდა, რომელიც უშვილოდ ასევე მალე გარდაიცვალა,2 აბესალომის და რომელიც შეურაცყო დავითის ძე ამნონმა, აბესალომმა ნახევარძმა ამნონს არ აპატია შეურაცყოფა და მოაკვლევინა.
თართანი – ერთერთი მხედართმთავარი, რომელიც აშურის მეფე სანხერიბმა იერუსალიმში გაგზავნა მეფე ხიზკიასთან მოსალაპარაკებლად რომ დაზავებულიყვნენ.
თახფენესი – ეგვიპტის დედოფალი, დავითის თანამედროვე, დედოფლის და ფარაონმა მიათხოვა მიდიანელ ჰადიდს, თახფეინისი მის შვილს გენობადს ზრდიდა ფარაონის სახლში ფარაონის შვილებთან ერთად
იაბალი – ლამექის შვილი, იგი იყო კარავში მცხოვრებთა და მეჯოგეთა მამა.
იაკობი – 1 იოანეს ძმა, ზებედეს შვილი, იესოს 12 მოციქულიდან ერთერთი, მამასთან და ძმასთან ერთად მეთევზეობას მისდევდა, მან იესოს დაძახებაზე მყისე მიატოვა ნავიც და მამაც, გაჰყვა მას და გახდა მისი ერთგული მოწაფე, იესომ მას და მის ძმას იოანეს სახელი დეარმერგოს რაც ნიშნავს ქუხილის მცველნი უწოდა, ის იყო I მოციქული რომელიც იესოს შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, მერე ჰეროდემ მახვილით მოკლა იაკობი,2 იაკობ ალფესის ძე, იესოს ერთერთი მოციქული, მარკოზის სახარებაში,იგი იწოდა იაკობ მცირედ, ხოლო მისი დედა იესოს დედის დად მარიამად, რომელიც კლეოპას ცოლი იყო, როგორც ფიქრობენ ალფესი და კლეოპა ერთი და იგივე პიროვნებაა, ამიტომ იაკობს უფლის ძმასაც უწოდებენ, იაკობი გახდა იერუსალიმის I ეპისკოპოსი და მისი გავლენით მრავალი ებრაელი გაქრისტიანდა, იერუსალიმში საეკლესიო ყრილობაზე მან თავისი გამოსვლით გადაწყვიტა საკითხი ეკლესიისა და წარმართების დამოკიდებულების შესახებ, ის პავლესგან განსხვავებით თვლიდა, რომ ქრისტიანული კანონები ძველებრაულ ტრადიციებთან მჭიდრო კავშირში უნდა ყოფილიყო, ის ქრისტიანობის მოწინააღმდეგე ებრაელებმა ხელკეტით მოკლეს და სიკვდილის წინ ღმერთს შესთხოვდა თავისი მკვლელების შენდობას,3 ისაკის და რებეკას შვილი, ესავის უმცროსი ძმა, მან ღვთის ნებითა და დედის დახმარებით შეძლო მამის ლოცვა – კურთხევა მიეღო პირმშოობაზე რითაც მამის ქონების დიდი ნაწილი მას რჩებოდა, ესავი მიუხვდა ბოროტებას და მის მოსისხლე მტრად იქცა, იაკობს შეეშინდა ძმის შურისძიებისა და გაეცალა მას, წავიდა მესოპოტამიაში თავის ბიძა ლაბანთან დროებით საცხოვრებლად და ბიძასთან 20 წელი იცხოვრა, დააგროვა დიდძალი ქონება, შეირთო ცოლად ლაბანის 2 ქალიშვილი ლეა და რახელი, ღმერთის მითითებით ის კვლავ სამშობლოში დაბრუნდა, გზაში მას უცნობი კაცის სახით ეჩვენა ღმერთი და ჭიდაობა დაუწყო, განთიადისას ეხლა კმარაო უთხრა იაკობს ამიერიდან იყოს შენი სახელი ისრაელ – ღმერთთან მოჭიდავე და აკურთხა იგი, ესავმა დაივიწყა თავის წყენა ძმისადმი და ისინი სიყვარულით შეხვდნენ ერთმანეთს, შემდგომში ესავი წავიდა თავის სახლში სეყირის ქვეყანაში, ხოლო იაკობი მცირე ხნით დასახლდა შექემში, იქიდან გადავიდა ბეთელში, ბოლოს კი ხებრონში დასახლდა და ისრაელთა მამამთავარი გახდა, იაკობის შვილები გამრავლდნენ ისე რომ მთელი ხალხი შეიქმნა რომელსაც ისრაელი დაერქვა.იაკობის კიბე – ძმის შურისგებას გარიდებული იაკობი დროებით ბიძასთან ლაბანთან წავიდა, გზაში შემოაღამდა და ტრიალ მინდორზე დაიძინა, ძილში ნახა კიბე, რომელიც სიმაღლით ცას სწვდებოდა, კიბეზე ჩადიოდნენ და ადიოდნენ ანგელოზები, ზემოთ იდგა ღმერთი და იაკობს მოესმა ხმა ღვთისა “მე ვარ ღმერთი აბრაამისა და ისაკისა, ნუ გეშინია რადგან მე ვიქნები შენი მფარველი იმ ქვეყანას სადაც ახლა შენ გძინავს შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებ”, იაკობს გაეღვიძა და თქვა “უფალი არს ადგილსა ამასსა და მე არ ვიცოდი ესე არს სახლი ღვთისა და კარი ზეცისა, აიღო ქვა რომელიც თავქვეშ ედო ამ ხილვის სახსოვრად სვეტად დადგა, ზედ დაასხა ზეთი და უწოდა ბეთელ ანუ სახლი ღვთისა, კიბე რომელიც იაკობმა იხილა მოასწავებდა ღვთისმშობელს, რომლისგანაც იშვა იესო ქრისტე და მან შეაერთა ცა და ქვეყანა ე ი ცოდვით განშორებული კაცი შეარიგა ღმერთთან.
იასონი – თესალონიკელი ქრისტიანი, რომელმაც თავის სახლში მიიღო პავლე და სილა რამაც ურწმუნო ებრაელები აღაშფოთა.
იაფეთი – ნოეს ვაჟიშვილი, წარღვნამდე შვილები არ ჰყავდა, შემდეგ კი შეეძინა 7 ვაჟი გომერი, მაგოგი, მადარი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
იაყელი – ხედერ კელელის ცოლი, ბარაკისაგან დევნილმა სისარამ ხედერის სახლს შეაფარა თავი,იაყელმა სისარას რძე დაალევინა და დამალა, როდესაც სისარას ჩაეძინა იაყელი ფეხაკრებით მიეპარა და ისე ჩაარჭო პალო საფეთქელში რომ მიწას ჩააჭედა, ასე ასრულდა სისარას მიმართ დებორას წინასწარმეტყველება.
იერობოამი – 1 ნაბატის ძე, ისრაელის I მეფე,მანამდე ის ხელმძღვანელობდა სოლომონის წინააღმდეგ აჯანყებას, რომელიც ჩრდილოეთ ტომებში დაიწყო, აჯანყება დამარცხდა და იერობოამი ეგვიპტეში გაიქცა, ფარაონის სასახლეს შეეფარა, მხოლოდ სომონის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გახდა ისრაელის სამეფოს I მეფე, თავდაპირველად შექემი აქცია დედაქალაქად, შემდეგ ქ ფენუელი, ბოლოს კი ფირთერს დამკვიდრდა, მას რელიგიური ცენტრი არ ჰქონდა და იმის შიშით რომ ხალხი კვლავ იერუსალიმისაკენ არ წასულიყო ბეთელსა და დანში ააგო ტაძრები და 2 ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დაადგინა თავისი რელიგიური დღესასწაულები და რიტუალები, ამგვარად ეს იყო ნამდვილი რელიგიური მწვალებლობა შერწყმული კერპთაყვანისმცემლობასთან, მისი საქციელი განსაკუთრებით აღშფოთებდა წინასწარმეტყველ ახიას, იერობოამი ღმერთმა დასაჯა, ამოწყვიტა მისი ოჯახი და კერპთთაყვანისცემისათვის ებრაელები ევფრატს გაღმა გაფანტა, 2 იერობოამი II ისრაელის მეფე იოაშის ძე, მიუხედავად იმისა რომ მას არ მიუტოვებია კერპთთაყვანისცემა ღმერთი მაინც ეხმარებოდა რადგან ჯერ კიდევ არ სურდა ისრაელთა შთამომავლების განწირვა და ამოწყვეტა, ამიტომ იყო რომ მან წარმატებით იომა სირიაში, მოაბელებთან აიღო დამასკო და ღამათი, იერობოამმა იმეფა 41 წელი.
იესო ნავეს ძე – მოსეს სიკვდილის შემდეგ ისრაელის ერის წინამძღოლი აღთქმულ ქვეყანაში, მისი ხელმძღვანელობით და ღვთის შეწევნით ისრაელმა 6 წლის განმავლობაში მთელი ქანაანი დაიპყრო რომელიც იაკობის 12 შვილის სახელზე გაიყო 12 ნაწილად, თავიდან მას ერქვა ოსია, შემდეგ მოსემ დაარქვა იესო, გარდაიცვალა 110 წლისა.
იესო ქრისტე – ძე ღვთისა, მეუფე ქვეყნისა, შვილი ყოვლადწმინდა მარიამისა, დაიბადა ბეთლემში, აღიზარდა ნაზარეთში, გარდაიცვალა იერუსალიმში სიკვდილის მესამე დღეს აღსდგა და მეორმოცე დღეს ავიდა ზეცად, მას სახელი დაარქვა ანგელოზმა დაბადებამდე, პირველად უწოდეს ემანუილი, მისი ცხოვრება აღწერილია ოთხ სახარებაში.
იოფთახი, იფთახი – გალადელიყამონიამებზე გამარჯვების შემდეგ 20 წელი იყო ისრაელიანების მსაჯული სანამ ყამონიანებთან ბრძოლას დაიწყებდა მან აღუთქვა ღმერთს რომ გამარჯვების შემთხვევაში შესწირავდა მსხვერპლად იმას რაც ომიდან დაბრუნებულს პირველი შეეგებებოდა საკუთარ ეზოსთან, მტერზე გამარჯვებულს ეზოსთან ერთადერთი საყვარელი ასული გამოეგება, იეფთახი შეწუხდა, შვილმა გაიგო რა მამის წუხილი უთხრა “აღასრულე აღთქმა შენი”, ოღონდ მამას სთხოვა მეგობრებთან ერთად 2 თვით გაეშვა მთაში თავის ხვედრის დასატირებლად, მამამ შეუსრულა თხოვნა 2 თვის შემდეგ კი ღმერთს შესწირა, იმ დროიდან გალაადში დამკვიდრდა ადათი ქალწულები ყოველწლიურად სამგლოვიარო პროცესიას მართავდნენ მთაში და 4 დღის განმავლობაში დასტიროდნენ იეფთახის ასულის მწარე ხვედრს.
იეჰოაღაზი – 1 შვილი და მემკვიდრე იეხუუსი, ისრაელის მეფე ძვ. წ. 865 – 839 წ, ემსახურებოდა ოქროს კერპებს, ამიტომ ღმერთმა მას სასჯელი მოუვლინა, არამის მეფე ხაზაილმა და ხაზაელის ძემ ბენ ჰადადმა სასტიკად დაამარცხეს მისი ჯარი და დაიპყრეს იორდანეს გაღმა მხარე, მან 17 წელი იმეფა,2 იოშიას უმცროსი შვილი და მემკვიდრე იუდას მეფე ძვ. წ. 609 წ, 3 თვის მეფობის შემდეგ ფარაონმა ნექომ ტყვედ წაიყვანა ეგვიპტეში სადაც მალე გარდაიცვალა.
იეჰოიაკიმი – იოშიას ძე, იგი ფარაონმა ნექომ გაამეფა მისი ძმის იეჰოაღაზის ნაცვლად, იმეფა 11 წელი ძვ. წ. 609 – 598 წ, ის თავისი წინამორბედის მსგავსად უღმერთოდ იქცეოდა უფლის წინაშე.
იეჰოშებაყა – იორამის ასული, ახაზიას და, მან იოაში მოარიდა დასახოცად განწირულ უფლისწულებს, რომელთაც ღოთოლია სდევნიდა, მალულად ზრდიდა მას და მხოლოდ მეშვიდე წელს წარუდგინა ტახტის კანონიერი მემკვიდრე.
იოჰუ – 1 ხანანის ძე, წინასწარმეტყველი, რომელიც ღმერთმა გაგზავნა ბაყაშასთან ისრაელის მეფესთან რათა ემცნო მოსალოდნელი სასჯელი, რომელიც ღმერთმა მოუვლინა მას ცოდვებისათვის, შემდეგ ის მოღვაწეობდა იუდას მეფე
იოშაფატთან, ამ უკანასკნელის ისტორია აღწერილია მის წიგნში,2 იოშაფატის შვილი, იორამის არმიის მხედართმთავარი, იორამი ბრძოლაში დაიჭრა, ელისეს ერთერთმა მოწაფემ ღვთის ნებით იეჰუს ზეთი სცხო და მეფედ აკურთხა, იეჰუმ მოკლა იორამი და ახაზია, მან 28 წელი იმეფა ისრაელში და ბრძოლა გამოუცხადა ბაალის მიმდევრებს და კერპები დაანგრია, ხოლო მისი მსახურნი სიკვდილით დასაჯა.
ივდითი – იუდეველი გმირი ქალი, როდესაც ნაბუქოდონოსორის არმიამ ალყაში მოაქცია ქ ბეთულია ქვრივმა ივდითმა თავისი სილამაზისა და გამჭრიახობის წყალობით მოახერხა მტრის ბანაკში შეღწევა და მათი ჯარის სარდლისთვის ოლოფერნესთვის თავის მოკვეთა, რითაც თავისი ქალაქი დაღუპვას გადაარჩინა.
იზებეელი – სიდონელთა მეფის ეთბაყალის ასული, აქაბის ცოლი, მისი გავლენით სამარიაში აღსდგა ბაალის კულტი, აქაბი სრულიად განუდგა ჭეშმარიტ ღმერთს და მხოლოდ უღვთო საქმეებს აკეთებდა, იზებეელის რჩევით აქაბმა უღირსი მეთოდებით ხელში ჩაიგდო თავისი მეზობლის ნაბუთის ვენახი, აქაბის სიკვდილის შემდეგ 14 წელი იცხოვრა, ელია წინასწარმეტყველის მიხედვით იზებეელი მისმა მოწინააღმდეგეებმა ფანჯრიდან გადმოაგდეს, მისი გვამი ცხენებმა გადათელეს და ძაღლებმა შეჭამეს, იზებეელის სახელი გახდა გარყვნილებისა და უბედურების სინონიმი, ამ აზრითაა იგი ნახსენები გამოცხადებაში.
ითამარი – აარონის უმცროსი ვაჟი, როდესაც მისი ძმები ცეცხლში დაიწვნენ ღვთის წინაშე უცხო ცეცხლის მიტანისათვის მოსემ ითამარს და მის უფროს ძმას დაავალა ცოდვის გამოსყიდვა, შემდგომში ითამარი გახდა აარონის მემკვიდრე მღვდელთმსახურებაში.
ითრო, იოთორი – მოსეს სიმამრი, ჭეშმარიტი ღვთისთაყვანისმცემელი, ეგვიპტიდან გამოქცეული მოსე ითროსთან დასახლდა, მისი ქალი ცოლად შეირთო და სიმამრის საქონლის მწყემსი გახდა.
იოაბი – 1 სერაიას შვილი. მამა ხუროთა ველისა რადგან ხურონი იყვნენ, ნიშნავს ხუროთა ველის დამაარსებელს,2 სერვილიას ძე იოაბი კარგი მეომარი და მხედართმთავარი იყო, მისი გავლენით მამისაგან შერისხული აბესალომი შეწყალებული იქნა.