top of page

აბბა — (არამ.) ,,მამა“.  ქრისტე თავის მშობლიურ ენაზე ასე მიმართავს ღმერთს (მარკ. 14:36).
 
ალილუია — (ებრ.) ,,აქეთ უფალი“.  წარმოითქმოდა ძველაღთქმისეულ სატაძრო მსახურებისას. იუდეველთა და ქრისტიანთა მღვდელმსახუ- რებაში: სალოცავი, ღვთის სადიდებელი შეძახილი.
 
ალფა და ომეგა — ბერძნული ანბანის პირველი და უკანასკნელი ასოები. დასაწყისის და დასასრული სიმბოლო. ქართულად: ანი და ჰოე.
 
ამაო – ფუჭი, უნაყოფო, უშედეგო.
 
ამინ — (ებრ.) ნიშნავს: ,,ჭეშმარიტად“ , ,,ნამდვილად“ . ,, გამოცხადებაში ამინი ქრისტეს ტიტულად გვხვდება (გამოცხ. 3:14).
 
ანათემა — ნიშნავს ,,წყევას“ , ,,დაწყევლას“ .
 
ანგარება – პირადი სარგებლობის, გამორჩენის მიზნით მოქმედება.
 
ანთრაკი – (ბერძ.) ძვირფასი თვალი ერთგვარი.
 
ანტიქრისტე — ქრისტეს მოწინააღმდეგე, რომელიც დაკავშირებულია სამყაროს აღსასრულის, წარღვნის, ნგრევისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის მოვლენასთან, იოანეს გამოცხადებაში აღწერილია საზარელი მხეცი, რომელიც ქვეყნიერებას მოევლინა ყოველნაირი შეცდომების, გარყვნილების, წმინდანთა დევნისა და უკანონობისათვის, ანტიქრისტეს ხანმოკლე მეუფეობა დასრულდება ქრისტეს გამოცხადებით და ბოროტების დათრგუნვით, იოანე ამბობს რომ უკვე მის დროს იყო ბევრი ანტიქრისტე, ანუ მათ ჰქონდათ ანტიქრისტეს სული,წმინდა წერილებში ლაპარაკია განსაკუთრებულ პიროვნებაზე ანტიქრისტეზე, რომელიც ქრისტეს მეორედ მოსვლამდე გამოჩნდება, პავლე მას ცოდვიან კაცს უწოდებს, ბევრი ფიქრობს რომ ანტიქრისტე იქნება ხელმძღვანელი ქრისტიანობის წინააღმდეგ დიდი ორგანიზებული მოძრაობისა, მაგრამ საბოლოოდ ქრისტე გაანადგურებს თავის მოწინააღმდეგეებს.
 
არგანი – (ძვ.) გრძელი საბჯენი ჯოხი.
 
არეოპაგი — ბორცვი ათენში, სადაც იკრიბებოდა ქალაქის საბჭო.
 
ასარი — ფულის ერთეული (ლუკ. 12:6).
 
ასპიტი – ერთგვარი შხამიანი გველი.
 
ბაალი — ერთ-ერთი მთავარი კერპი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქანაანელი და პინიკიელნი. ებრაელებმა ქანაანის დაპყრობის შემდეგ თაყვ- ანის ცემა დაუწყეს როგორც ბაალს, ასევე ქალღმერთ აშერს.
 
ბანაკი – ცის ქვეშ გამართული დროებითი სადგომი ჯარისა, მოგზაურობაში მყოფ პირთა და სხვ.
 
ბელზებული — ბოროტი სულების მთავარი.
 
ბერწი — დაუმაკებელი, უნაყოფო.
 
გზა — ასე უწოდებენ პირველ საუკუნეში ქრისტეს მიმდევრობას (საქმე. 9:2; 19:9.23; 24:14,22).
 
გოლგოთა —  ბორცვი იერუსალიმის მახლობლად, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. ადგილი სადაც ქრისტეს ჯვარცმა მოხდა.
 
გულისთქმა — ძლიერი სურვილი, გულის წადილი.
 
გუნდრუკი — სურნელოვანი ფისი.
 
დასი — ერესი. ანტიკურ პერიოდში ნიშნავს რელიგიურფილოსოფიურ მოძრაობას. ადრე ქრისტიანულ ეპოქაში იგი სექტის მნიშვნელობით იხმარება.
დეკაპოლისი — ძვ.ქართ. ათქალაქი. ბერძნული თავისუფალი ქალაქების კავშირი.
დიაკვანი — (ბერძნ. ,,მომსახურე“ ). თავდაპირველად ასე ეწოდებოდათ ეკლესიის სოციალური მსახურებისათვის არჩეულ 7 კაცს.
დიდრაქმა — ვერცხლის მონეტა. უდრიდა 2 დრაქმას.
დრაქმა — ვერცხლის მონეტა. იყო მუშის დღიური გასამრჯელო.
ეპისკოპოსი — ადგილობრივი ეკლესიის მსახური, რომელსაც ქრისტიანული თები ირჩევდა. იყო ეკლესიის წინამძღვარი.
ზომა-წონის ერთეულები – ისრაელიანებს ზომა-წონის საკუთარი სსიტემა არ გააჩნდათ, საამისოდ ისინი წინა აზიაში გავრცელებული ტრა- დიციული სისტემებით სარგებლობდნენ – სიგრძის საზომი ერთეუელბი: წყრთა – 43 სმ; დიდი წყრთა – 52 სმ., ლერწამი (ეზეკ. 40,5) – 3,3 მ., მხარი (საქმე 27,28) – 4 წყრთა – 180 სმ., უტევანი (ლუკ. 24,13) – 185 მ., მილი (მათ. 5,41) – 8 უტევანი 1480 მ., შაბათის გზა (საქმე 1,12) – 2000 წყრთა – 1040 მ.
თაფლუჭი — თაფლისგან მომზადებული მათრობელი სასმელი.
ინახად ჯდომა — სუფრასთან მხართეძოზე წამოწოლა.
კაცის ძე — ქრისტეს ეს ტიტული მჭიდროდ უკავშირდება მესიას, რომელიც მოვიდა არა როგორც უძლეველი მეფე, არამედ როგორც მამის ვნებული მსახური.
კოდრანტი — სპილენძის მონეტა, უდრის 2 ლეპტონს.
კრავი — ახ. აღთქმაში არის ქრისტეს სამსხვერპლო სიკვდილის სიმბოლო.
ლეგიონი — რომაული სამხედრი შენაერთი. მასში ირიცებოდა 5-6 ათასი მეომარი.
ლევიანი — ადამიანი ლევის ტომიდან. ტაძრის მსახური, რომელიც მღვდლებს ეხმარებოდა.
ლეპტონი — ფულის უმცირესი ერთეული.
მადლი — 1. ღვთის ნიჭი. რომელიც ეძლევა ადამიანებს ღმერთის გულმოწყალებით, ადამიანთა მხრივ ყოველგვარი დამსახურების გარეშე.   2. ადამიანის გულზე ღვთიური ზეგავლენა და მისი შედეგები.
მამონა  [ბერძ. სიმდიდრე < არამ.] – ვერცხლისმოყვარეობა.
მარანათა — (არამ.) ,,მოდი, უფალო!“  ივარაუდება, რომ ეს სიტყვები წარმოითქმოდა პირველქრისტიანთა ღვთისმსახურებაზე (1კორ 16:22).
მირქმა — მკლავებზე აყვანა. ,,მან მიირქვა ჩვილი მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა" (ლუკ. 2:28).
მნა — ვერცხლის მონეტა.
მნე —  პირი, რომელსაც დაწესებულებაში აბარია სამეურნეო საქმეები.
 
მოგვი — ვარსკვლავთმრიცხველი, აღმოსავლელი ბრძენი.
მონათვლა — ბერძნ. ,,ბაპტისტმა“  ნიშნავს წყალში შთაფვლას ნაწილობრივ ან მთლიანად. იოანე ნათლისმცემლისა და მისი მოწაფეების მიერ განხორციელებული ნათლობა მოდის რელიგიური განბანის იუდეური ჩვეულებიდან. ქრისტეს მიმდევრების ნათლობა არსებითად განსხვავებულ მნიშნველობას ღებულობს.
მოციქული — (ბერძ. ,,წარმგზავნილი“) იესო ქრისტეს მოწაფე, საქადაგებლად მოვლენილი პირი. თავდაპირველად მოციქულებიდან მოისაზრებოდა ქრისტეს მიერ ამორჩეული 12 მოწაფე. მოგვიანებით იგივე სტყვა გამოიყენება პავლესა და სხვა ქრისტიან მოღვაწეებთან მიმართებაშიც.
მრისხანება – ძლიერი წყრომა; დიდი სიმკაცრე, სისასტიკე.
მწიგნობარი — მოსეს რჯულზე განსწავლული კაცი. ახ. აღთქმის ეპოქაში მწიგნობრები, ჩვეულებრივ, ფარისეველთაგან იყვნენ.
 
მხოლოდშობილი — ერთადერთი, დედისერთა.
 
ნარდი — ძვირფასი ზეთი, რომელიც მცენარე ნარდის სურნელოვანი ფესვებიდან მიიღება. იგი ინდოეთში ხარობს.
ორმოცდაათობის დღე - სამკალის დღესასწაული, რომელსაც ისრაელიანები აღნიშნავდნენ პასექად 50-ე დღეს. ამ დღეს მოხდა სულიწმინდით მოფენა ქრისტეს მოწაფეებზე, რაც ეკლესიის დაარსებას მოასწავებდა.
პასექი — უდიდესი ებრაული დღესასწაული, ეგვიპტის მონობიდან ისრაელიანების გამოხსნის ნიშნად. იგი მოდის ებრაული ნისანის თვის 14 რიცხვში (დაახლ. ამრილის პირველ რიცხვებში).
პირმოთნე — პირფერი, მლიქვნელი, ფარისეველი.
პრეტორიუმი — რომაელი მმართველის რეზიდენცია.
რაკა — წარმოსდგება სიტყვიდან ,,ცარიელი“. დაახლ. ნიშნავს ,,სულელს“ (მათ. 5:22).
რჯული —  (ძვ.) კანონი, სამართალი. ღმერთმა მისცა მოსეს სინაის მთაზე. ისრაელიანებს ევალებოდათ მისი დაცვა. ,,რჯული“ ეწოდება მოსეს ხუთწიგნეულს, ზოგჯერ კი მთელ ძვ. აღთქმას.
საათები — დღის დაყოფა რომის იმპერიაში. მე-ე საათი უდრიდა, დაახლოებით, დილის მე-9 საათს (მარკ. 15:25:); მე-6=დღის მე-12ს. (მათ.27:45); მე-9=დღის მე-3ს. (მათ. 27:46); ,ე-11=საღამოს მე-5ს. (მათ. 20:9).
 
საგმირი — საჩხვლეტი ჯოხი, რომელსაც რკინის ბუნი აქვს ბოლოზე. საგმირით მხვნელი ხარებს ჩხვლეტდა ფეხებში, რათა გუთანი გაეწიათ.
 
სამარიელნი — სამარია იუდასა და გალილეას შუა მდებარეობდა. იუდეველები და სამარიელები ერთმანეთს მტრებად თვლიდნენ.
სამშვინველი — სიცოცხლე. ,,თქვენი სული, სამშვინელი და სხეული დაცულ იქნას უმწიკვოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას“ (1თეს. 5:23)
 
საპყარი — (ძვ.) საწყალი, გლახაკი; მათხოვარი.
 
სახარება — (ბერძ. ევანგელიე) ,,სასიხარულო უწყება, ამბავი“ იესო ქრისტეში ღვთის მიერ გამოჩენილ წყალობაზე. ბიბლიის ნაწილი. ახალი აღთქმის პირველი ოთხი წიგნი.
სინედრიონი — იუდეველთა უმაღლესი სამსჯვარო, რომელიც 70 წარჩინებული თავკაცისაგან შედგებოდა. სინედრიონს სათავეში მღვდელმთავარი 60 მნას.
 
ტალანტი — ვერცხლის მონეტა. უდრის 60 მნას.
 
ფარისეველნი — იუდეველთა რელიგუირი დაჯგუფება იესოს დროს. ისინი მკაცრად იცავდნენ როგორც მოსეს რჯულს, ასევე იმ ადათ-წესებს, რომლების საუკენეთა განმავლობაში იყო დაგროვილი. მათ სწამდათ ანგელოზები, დემონები და მკვდართა მომავალი აღდგომა (მათ. 5:20).
 
ფული – ძველად, ვიდრე ფულის მოჭრას მიჰყოფდნენ ხელს, ფასს ძვირფასი ლითონების წონით განსაზღვრავდნენ. აღებ-მიცემობაში იყენებდნენ ოქრო-ვერცხლის ნივთებს, ზოდებს, სხმულებს, რომელთა წონაც ქისაში გამოკრული სპეციალური საწონი ქვების წონას შეესაბამებოდა (რჯლ. 25,13) მიმოქცევაში მეტწილად ვერცხლი იყო გავრცელებული. სწორედ ამით აიხსნება, რომ ებრ. „ქესეფ“ (ვერცხლი) ფულის აღმნიშვნელ ტერმინად დამკვიდრდა – 1 ოქროს შკელი – 16,373 გ., 1 ოქროს მინა –818,6 გ., 1 ოქროს ქანქარი – 49,116 გ., „ ვერცხლის შეკელი – 14,55 გ., 1 ვერცხლის მინა 727,5 გ., 1 ვერცხლის ქანქარი – 43,65 კგ. ძველ აღთქმაში ნახსენებია სპარსული მონეტები: დრაქმა (ეზრ. 8,27) ებრ. ადარქენ, ოქროს დრაქმა ებრ. დარქემონ (ეზრ. 2,69) პირველი ებრაული მონეტები მაკაბელთა ეპოქაში, მღვდელმთავარ სიმონის დროს მოიჭრა, ახალი აღთქმის დროისათვის კი პალესტინაში ბერძნული და რომაული მონეტები იყო გავრცელებული: დინარი (მათ. 19,29) – მიწის მუშაკის დღიური გასამრჯელო, დრაქმა (ლუკ. 15,8) – დინარი, სტატირი (მათ. 17,27) – 4 დრაქმა, დიდრაქმა (მათ. 17,24) – 2 დრაქმა, ასარი (მათ. 10,29) – 1 16 დინარი, კოდრანტი (მათ. 5,26) – 1 4 ასარი, ლეპტა ანუ წვლილი (მარკ. 12,42) – 1 2 კოდრანტი.
 ქრისტე - (ბერძ.) ნიშნავს ,,ცხებულს“. (ებრ. მაშიახ.) იესოს ეწოდება ქრისტე იმის გამო, რომ ღმერთმა ამოირჩია და გამოგზავნა ქვეყნიერების მხსნელად.
 ღვთის
ძე — ქრისტეს ერთ-ერთი სახელწოდება ახალ აღთმაში.
 
ღრეობა — დიდი ქეიფი, დროის ტარება.
 
ჰეროდიანები — სადუკეველთა დანამოაზრენი. ჰეროდე ანტიპას მომხრენი, თუმცა კი პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი რომაელთა მხარეზე იდგნენ. (ფარისეველთაგან განსხვავებით); და მაინც, როცა საკითხი დაისვა იესოს გადაცემაზე ხელისუფლებისათვის, ისინი ფარისეევლთ მიემხრნენ (მათ. 22:16; მარკ. 3:6; 8:15; 12:13).

აბანა და თარფარი – მდინარეები დამასკოს მახლობლად.

აბა – ქალდეური სიტყვა, ნიშნავს მამას, იხმარებოდა ღმერთისადმი მიმართებაში, ეს სიტყვა ახალ აღთქმაში მხოლოდ სამჯერ გვხვდება.

აბელ – კერამინი – ადგილი ამონის მიწაზე, იორდანეს აღმოსავლეთით.

აბელ – მექოლა – ქალაქი იორდანეს მახლობლად, აქ დაიბადა წინასწარმეტყველი ელისე.

ავარია – მთიანი მხარე მკვდარი ზღვის აღმოსავლეთისა და მდინარე იორდანეს ქვემო დინებას შორის, ბიბლიის ძველ თარგმანებში მოიხსენიება  ნაბავის და აბრამის სახელით.

ათი მცნება – ათი მითითება, დარიგება, სავალდებულო მცნება, რომელიც ძველი აღთქმის მიხედვით უფალმა ღმერთმა უქადაგა სინას მთაზე მოსეს, ბიბლიაში მოცემულია 2 ვერსია, რომელთაც მრავალი ვარიანტი ახლავთ, ძირითადად ჩვენამდე ამ სახით ჩამოყალიბდა,

1. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, არ გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
2. არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო
3. არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის, სახელი ფუჭად,
4. დაიცავი შაბათი დღე, რათა წმინდა-იყოს იგი. ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე, ხოლო მეშვიდე დღე უფლის, შენი ღმერთის, შაბათია.
5. პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე,
6. არ კლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იქურდო.
9. არ გამოხვიდე ცრუ მოწმე შენი მოყვასის წინააღმდეგ.
10. არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც სხვა რამ, რაც შენი მოყვასისაა.

ალექსანდრია ქვემო ეგვიპტის მნიშვნელოვანი ქალაქი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, მდ ნილოსის დელტის დასაწყისში, იგი დააარსა ძვ. წ.  332 – 331 წ ალექსანდრე მაკედონელმა, ქალაქი 1000 კვადრატულ კმ – ზე გაშენდა, მთლიანად ქვისაგან, მას ოთხ ნაწილად ჰყოფდა 2 დიდი მაგისტრალი, მთავარ მაგისტრალს რომლის სიგრძე 7,5 კმ – ია სიგანე 30 მეტრი ორივე მხრიდან ტროტუარი გასდევდა, მეორე მაგისტრალს ხეები ორ ხეივნად ჰყოფდა, ალექსანდრიის ულამაზესი ნაგებობაბრუკჰეიონი პტოლემეოსის სასახლე ბაღებით იყო გარშემორტყმული, ქალაქი სწრაფად იზრდებოდა, მას ამშვენებდა ეგვიპტურ და ბერძNულ ღვთაებათა ტაძრები, დიონისეს თეატრი, ალექსანდრია იქცა მაშინდელი მსოფლიოს ერთერთ დიდ სავაჭრო და კულტურის ცენტრად, იგი ცნობილია თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკით, ეს ქალაქი იყო დიდი რელიგიური ცენტრიც, საიდანაც ვრცელდებოდა სარწმუნოება ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ, აქ სწავლულმა ებრაელებმა ბერძნულად თარგმნეს ძველი აღთქმა, თარგმანს ეწოდა სეპტუაგინტა, მარკოზმა აქ საძმო ჩამოაყალიბა.

ანათემა – 1 ნიშნავს რაიმე გამოყოფილი ღვთაებისათვის,2 საეკლესიო დაწყევლა, შეჩვენება, უდიდესი სასჯელი უფლის სახელით, ანათემის გამოტანის უფლება ჰქონდა საეკლესიო კრებას, არა მარტო ადამიანები არამედ ქალაქები, სოფლები და ცხოველები შეიძლებოდა დაწყევლილი ყოფილიყო, ასე დაიქცა იერიხონი.

ანათემა მარან ათა – ეს სირიული წამოძახილი უფრო მძიმე სასჯელს, მეორედ მოსვლამდე განდევნას, ფაქტობრივად სიკვდილს ნიშნავდა.

ანგელოზები – უსხეულო არსებანი, რომლებიც შუამავალნი არიან ღმერთსა და ადამიანს შორის, შეუძლიათ მიიღონ ხილული სახე, ისინი იმყოფებიან ღმერთთან, ასრულებენ მის ნებას და განუწყვეტლივ ადიდებენ მას, ანგელოსთა აურაცხელი სიმრავლე არსებობს, რომლებიც თავიანთი ღირსების მიხედვით იყოფიან 9 დასად ანუ მხედრობად,უმაღლესი იერარქია სერაფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი,საშუალო იერარქია უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი,დაბალი იერარქია მთავრობანი, მთავარანგელოზნი,ანგელოზთა სამყაროს გარდა არსებობს ავი სულების სამყაროც მოციქულ იუდას სიტყვებით ღმერთმა ანგელოზნი რომელთაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამი არამედ დაუტოვეს თავიანთი სავანე სამარადისო ბორკილებით შეკრულნი წყვდიადის ქვეშ დამარხა რათა განსჯილიყვნენ დიად დღეს.

ანდრია – ქრისტეს ერთერთი მოციქული, სიმონ – პეტრეს ძმა, მეთევზე, იოანე ნათლისმცემლის მოწაფე, პირველი მიიწვია ქრისტემ რისთვისაც ეწოდა პირველწოდებული, იყო მცოდნე და მჭერმეტყველი, მაცხოვრის მოძღვრებას ქადაგებდა ბალკანეთში, შავიზღვისპირა ქვეყნებში კერძოდ აჭარასა და აფხაზეთში, რომის მაგისტრმა ჯვარს აცვა ჯვრის ფორმის ძელზე, რომელიც შემდგომში ანდრიას ჯვრის სახელით გახდა ცნობილი.

ანტიოქია – ქვია ორ ქალაქს, რომელიც გვხვდება ახალ აღთქმაში,1 მდ ორონტასთან მდებარე, დაარსებული ძვ. წ.  300 წ  ის იყო სირიის დედაქალაქი ძვ. წ.  64 წლამდე, აქ იყო არტემიდას საპატივცემულოდ აშენებული დაფნის ცნობილი ტაძარი დღეს არის პატარა დაბა სახელად ანტაკიე, პირველად ანტიოქიაში ეწოდათ იესოს მოწაფეებს ქრისტიანები, აქედან გაემგზავრენ სავლე – პავლე და ბარნაბა სამისიონეროდ მოგზაურობაში, მოგვიანებით აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მასწავლებლები ეგნატე ღმერთშემოსილი და იოანე ოქროპირი, ამჟამად ანტიოქიის პატრიარქი ცხოვრობს დამასკოში მაგრამ შენარჩუნებული აქვს ძველი წოდება,2 პისიდიის დედაქალაქი, ეს ის ქალაქია სადაც პავლემ და ბარნაბამ სახარების უარმყოფელ ებრაელებს გამოუცხადეს, რომ ისინი მიმართავდნენ წარმართებს და მოაქცევდნენ მათ.

აპოკალიფსისი გამოცხადება.

აპოკრიფები – ბიბლიის ის წიგნები, რომელთა შინაარსიც არ ემთხვეოდა ოფიციალური სჯულის სწავლებას, ამიტომ ეკლესია არ ცნობდა მათ წმინდა წიგნებად და სავალდებულოდ არ თვლიდა მათ გამოყენებას, ასეთ წიგნებს არაკანონიკურსაც უწოდებენ, ბიბლიის ტექსტების კანონიზაციის დროს რამდენიმე ათეული წიგნი გამოცხადდა აპოკრიფად, ამიტომ ბევრი მათგანი დაიკარგა, შემდგომ პერიოდში ნაპოვნი იქნა ზოგიერთი მათგანი,ძველი აღთქმის აპოკრიფებია,II ეზრას წიგნი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა,რუდაქის სიბრძნე, ბარუქის წიგნი, ეპისტოლე იოანესი, მაკაბელთა ყველა წიგნი, III ეზრას წიგნი, ზოგიერთი წიგნის ნაწილები დავითის  ასორმოცდამეთერთმეტე ფსალმუნი,  II ნეშტთა ბოლოში მენაშეს ლოცვა და სხვა.

ასურეთი, აშური – ძველი სახელმწიფო ერაყის ტერიტორიაზე, ჩამოყალიბდა ძვ. წ.  III ათასწლეულში ჩრდილო ნაწილში და იარსება ძვ. წ.  VII ს ბოლომდე, დედაქალაქი ნინევია მდებარეობდა მდ ტიგროსის აღმ ნაპირზე.

აქაბი – ისრაელის სამეფოს VII მეფე იმეფა 22 წ ცოლის სიდონელთა მეფის ასულ იზაბელის გავლენით აქაბმა ისრაელში შემოუშვა კერპთაყვანისმცემლობა ქ სამარიაში ბაალის კერპს სასახლე აუშენა რის წყალობითაც ებრაელებს მთლიანად დაავიწყდათ თავიანთი ღმერთი, ელია წინასწარმეტყველმა რამდენჯერმე შეახსენა მეფეს ჭეშმარიტი ღმერთი მაგრამ ამაოდ,

ამიტომ ღმერთმა დასაჯა ისრაელიანები და სირიელების ხელში ჩააგდო, აქაბი სირიის მეფე ბენ ჰადადთან ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.

აქადი – ქალაქი შუამდინარეთში, ახლანდელი აბუ ჰაბა ბაღდადის მახლობლად, ბაბილონის სემიტური მოსახლეობის ერთერთი უძველესი ცენტრი ძვ. წ.  XXIV ს აქადი სარგონ დიდის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა, მოგვიანებით პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა დაკარგა და სამხრეთ  შუამდინარეთის მთავარი ცენტრი ბაბილონი გახდა.აღდგინება მკვდრეთით – ლაზარეს აღდგენა, ნახსენებია ძველ და ახალ აღთქმაში.

აღდგომა – გამოსვლა, გადასვლა, ებრაელთა გამოსვლის გამო ეგვიპტის მონობიდან რაც მოსეს წიგნებშია მოთხრობილი, ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი დღესასწაული, ჯვარცმული იესოს მკვდრეთით აღდგომის დღის აღსანიშნავი საყოველთაო რელიგიური ზეიმი.

აღთქმა – დაპირება, თავისებური სიტყვიერი სახე ღმერთსა და ადამიანს შორის ურთიერთობისა ძველსა და ახალ აღთქმაში, პირველად ღმერთის ურთიერთობა იაკობთან, შემდეგ ხალხთან, ღმერთი სიტყვიერად არიგებს ლოცვას, აღუთქვამს, ასაჩუქრებს რჩეულ მსახურებს, ზოგჯერ ეჩვენება კიდეც, ახალი აღთქმის მიხედვით ღმერთი კავშირს ამყარებს არა ცალკე ხალხთან არამედ ყველა ხალხთან ერთად, სამაგიეროდ პირდება მარადიულ სასუფეველს, ასევე უფლისადმი მიცემული სიტყვა, დაპირება, მაგ იაკობი მესოპოტამიაში წასვლის წინ ღმერთს პირდება თავისი შემოსავლის ერთ მეათედს თუ მშვიდობით დაბრუნდება სახლში, ქალიშვილის ან ცოლის აღთქმას ძალა არ ჰქონდა მამის ან ქმრის თანხმობის გარეშე, ქვრივთა ან განშორებულთა აღთქმა ძალაში იყო.

აღთქმის კიდობანი, უფლის კიდობანი, ღვთის კიდობანი – ეგვიპტიდან აღთქმულ ქვეყანაში მიმავალი ისრაელიანი მოგზაურები ორმოცდამეათე დღეს სინას მთას მიადგნენ სადაც დროებით დაბინავდნენ, აქ ღმერთმა მისცა მათ 10 მცნება, რომელიც დაწერილი იყო ქვის ორ ფიცარზე, მოსემ ეს ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა და აღთქმის კიდობანი უწოდა.

აღსარება – მონანიება, ქრისტიანული სარწმუნოების ერთერთი შვიდ საიდუმლოთაგანი, ცოდვების განდობა მღვდლის წინაშე, რომელიც პიროვნებას უფლის სახელით შეუნდობს რაკი აღიარებს და ინანიებს, აღსარება ქრისტეს მადლია, როცა ფარისევლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ქრისტე ცოდვილებს შეიწყალებს და მათთან სჭამს და სვამს, მათ ქრისტემ უთხრა 100 ცხვარი რომ გყავდეთ და 1 დაგეკარგოთ რომელი თქვენგანი არ მიატოვებს 99 – ს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად ვიდრე არ იპოვის მას, აქიმი ავადმყოფს სჭირდება.

ახალი აღთქმა – ბიბლიის ნაწილი, ქრისტიან ღვთისმეტყველთა მიერ ასეა წოდებული ძველი აღთქმისაგან გამოსარჩევად, შედგება 27 წიგნისაგან 4 სახარება მათეს, მარკოზის, ლუკასი და იოანესი, რომლებშიც მოთხრობილია ქრისტეს შობის, ცხოვრების, სასწაულების, ქადაგების, ვნების, ჯვარცმის, აღდგომის და ცად ამაღლების ამბები, მოციქულთა საქმეები ქრისტეს მოძღვრების გამავრცელებელთა, იაკობის, პეტრეს, იოანეს, იუდას, პავლეს და სხვა, ეპისტოლენი, გამოცხადება

იოანე ღვთისმეტყველისა – აპოკალიფსისი, ახალი აღთქმის წიგნები ის საღვთო წიგნებია რომლებიც ქრისტიანული მოძღვრების მორალსა და პრინციპებს ამკვიდრებენ ადამიანში.

აჰავა – ქალაქი და მდინარე ბაბილონში, ბიბლიის მიხედვით ამ ადგილას შეკრიბა ეზრამ ებრაელები როდესაც ისინი იერუსალაიმში ბრუნდებოდნენ.

ბაალი – ერთერთი დიდი და ძლიერი ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქანაანელები და ფინიკიელები, ბუნების ძალთა და სიმაღლეთა, ნაყოფიერებისა და ამინდის, მთათა და ღრუბელთა ღვთაება, თავდაპირველად ლოკალური ღმერთების საერთო სახელი უნდა ყოფილიყო რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ღმერთებს ამავე ადგილის სახელი ერქვათ, ბაალ – ჰამონი, ბაალ – შალიში, ბაალ – ხერმონი და სხვა, ბაალი წარმართული ღვთაება იყო და უფალი ღმერთის მიმდევრები თავგამოდებით ებრძოდნენ მის კერპს, რომელსაც ხარის გამოსახულება ჰქონდა, ისრაელთა მეფე აქაბმა დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა.

ბაბილონი – ქალაქი შუამდინარეთში, ევფრატის ნაპირზე, ახლანდელი ქალაქ ჰიდის ერაყის მახლობლად, მის დაარსებაზე მოთხრობილია დაბადებაში, ბიბლიაში იგი მიჩნეულია მსოფლიო ქალაქად, თავდაპირველად ბაბილონის ძველი სამეფოს დედაქალაქი იყო ძვ. წ.  2240 – 2050 წ, შემდეგ ბაბილონის სამეფო დაიპყრეს ასურელებმა ძვ. წ.  2050 – 625 წ, ბაბილონელებმა რომელთაც არ სურდათ მონობაში ყოფნა დააარსეს ახალი დედაქალაქი ნინევიის მახლობლად რომელსაც ისევ ბაბილონი უწოდეს, ნაბუქოდონოსორ II – ს დროს ძვ. წ.  VI ს იგი იქცა იმდროინდელი მსოფლიოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად, ქალაქს გარს ერტყა სამ რიგად აგურით ნაშენი ქონგურებიანი გალავანი, რომელსაც 8 კარიბჭე ჰქონდა, ქალაქის ცენტრში მდებარეობდა სატაძრო კომპლექსი, რომელიც მოკირწყლული გზით უკავშირდებოდა იშთარის კარიბჭეს, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იყო ციხე დარბაზი, დაკიდებული ბაღები, ამ სასახლეში გარდაიცვალა ალ მაკედონელი, რომლის სიკვდილის შემდეგაც ბაბილონის სამეფო დაეცა და დაკარგა თავის ადრინდელი მნიშვნელობა, ახალ აღთქმაში ბაბილონი გვხვდება მათეს სახარებაში, ამავე ქალაქს უკავშირდება ბიბლიაში მოთხრობილი მითი ბაბილონის გოდოლის შესახებ.

ბაბილონის გოდოლი – დედამიწის მკვიდრი ადამიანები თავდაპირველად ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ისინი მდ ტიგროსისა და ევფრატის მიდამოებში ცხოვრობდნენ, აქ მიწა დიდ მოსავალს იძლეოდა, ამიტომ ხალხს დოვლათი თანდათან ემატებოდა, ადამიანებს გულზვიადობის გრძნობა თანდათან დაეუფლათ, მათ გადაწყვიტეს აეგოთ ისეთი მაღალი გოდოლი ანუ კოშკი რომელიც მისი თავით ცას მისწვდებოდა, შენებისას იყენებდნენ გამომწვარ აგურს, კირის მაგივრად თიხას, კოშკი ზევით მიიწევდა, ადამიანთა მედიდურობამ განარისხა ღმერთი, მან ისინი სხვადასხვა ენაზე აამეტყველა რომ ერთმანეთისა ვერაფერი გაეგოთ და თავგზა აბნეოდათ, ამას ისეთი არეულობა მოჰყვა რომ მშენებლებმა ხელი აიღეს განზრახვაზე, მიატოვეს მშენებლობა და მთელს ქვეყანაზე მიმოიფანტნენ, იმ ქალაქს სადაც გოდოლს აგებდნენ და სადაც ენათა აღრევა მოხდა ბაბილონი ეწოდა.

ბალზამი – კეთილსურნელოვანი და სამკურნალო ფისი, ბალზამის ბუჩქები დიდი რაოდენობით ხარობდა იუდაში და განსაკუთრებით გალაადში, ბალზამი აღმოსავლეთში გამოყენებულია როგორც წამალი ჭრილობისათვის, გველის ნაკბენზე და სხვადასხვა შინაგანი დაავადებების სამკურნალოდ, ბიბლიის ახალი თარგმანით უმეტეს შემთხვევაში ეწოდება ბალსამონი.

ბეთლემი – ქალაქი იუდაში, იწოდებოდა დავითის ქალაქად, მდებარეობს იერუსალიმიდან სამხრეთით 7 კმ – ზე, ბიბლიის მიხედვით ბეთლემი პატარა მაგრამ ლამაზი ქალაქი ყოფილა, ქალაქი ცნობილი იმით რომ იქ დაიბადა დავითი, იესო ქრისტე.

ბზობის კვირა – ქრისტეს შესვლა იერუსალაიმში, ქრისტიანული სარწმუნოების ერთერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, პასექის წინა კვირას ქრისტე იერუსალაიმს გაემგზავრა, მას სახედარი მოჰგვარეს და ასე შევიდა ქალაქში,მორწმუნეები მესიას ძირს უფენდნენ სამოსელს, ყვავილებს პალმის ფოთლებს, თაყვანისმცემლები ღაღადებდნენ “ოსანა დავითის ძეს” ეს ფაქტი აღწერილია მათეს, მარკოზის, ლუკას სახარებებში.

ბიბლია – იუდეური და ქრისტიანული  რელიგიის საღვთო წიგნების კრებული, შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან, იქმნებოდა დროის უზარმაზარ მონაკვეთში ძვ. წ.  XIII საუკუნიდან ახ წ II საუკუნემდე,, ბიბლიის დიდი ნაწილი დაწერილია ძველებრაულ ენაზე, მასში არამეულ ენაზე გვხვდება მხოლოდ ფრაგმენტები, ებრაულ და არამეულ ენაზე დაწერილი ზოგიერთი წიგნის დედნები დაიკარგა და შემონახულია მხოლოდ დედნური თარგმანი ტობითი, ბიბლია შედგება სხვადასხვაგვარი კრებულებისაგან, შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, ხალხურ მითებს და ჩანაწერებს, რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიური და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს, საბოლოო სახე ძველმა აღთქმამ საკმაოდ გვიან მიიღო, მისი კანონიზაცია დაიწყო ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ძვ. წ.  V საუკუნიდან და დამთავრდა ახ წ II საუკუნეში, , ძველ აღთქმას ებრაულად ერთიანი სათაური არა აქვს, ებრაელები ძველი აღთქმის წიგნებს სამ ნაწილად ყოფენ, პირველში შედის მოსეს ხუთწიგნეული თორა ანუ კანონი დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი და II სჯულნი, მეორეში წინასწარმეტყველთა ადრეული  და მოგვიანო წიგნები  (ნებიიმი), , მესამეში ის წიგნები რომლებსაც დიდი დღესასწაულების მღვდელთმსახურების დროს კითხულობდნენ  ქეთუბიმი,ქრისტიანები კი ძველ აღთქმას ყოფენ თქმულებების წიგნებად, დარიგებათა წიგნებად და წინასწარმეტყველებათა წიგნებად, მაგალითად მოსეს ხუთწიგნეულს ისინი აკუთვნებენ თქმულებათა წიგნებს, ასეთი კვალიფიკაცია ვრცელდება ახალი აღთქმის წიგნებზეც სახარებები და მოციქულთა საქმენი განეკუთვნებიან თქმულებათა წიგნებს, მოციქულთა ეპისტოლეები დარიგებათა წიგნებს, ხოლო იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება აპოკალიფსისი წინასწარმეტყველებათა წიგნს,

ახალი აღთქმა შედგება 27 წიგნისაგან, იხ ახალი აღთქმა.

გაბაონი – ქანაანის დიდი სამეფო ქალაქი.

გაბრიელი – ანგელოზი, რომელიც გამოეცხადა დანიელს, ზაქარიას და ქალწულ მარიამს.

გალაადის მხარე – ეწოდება მთიან მხარეს იორდანეს იქით ქ ხერმონიდან მდ არნონამდე, ცხოვრობდნენ ისრაელის ძენი , რომლებმაც ჯერ კიდევ იესო ნავეს ძის დროს დაიპყრეს ეს მხარე, მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევდა.

გალილეა – ებრაული სიტყვა, ნიშნავს ოლქს, ქვეყანას, პალესტინის ერთერთი ოლქი რომელზეც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რამაც ხელი შეუწყო მის აღორძინებას, აქ მდებარეობდა ქალაქები ნაზარეთი,კანა, ამ მხარესთანაა დაკავშირებული ქრისტეს მრავალი სასწაული.

გამოცხადება – უფლის, უზენაესის მიერ გამოცხადებით საიდუმლოების განდობა ვითარცა ღვთაებრივი ნებისა რომელიმე დიდებულს, განდეგილს, წინასწარმეტყველს მაგ საულს, აბრაამს, იაკობს, მოსეს გამოეცხადება ღმერთი და გაანდობს თავის ნებას, მისცემს აღთქმას, უჩვენებს გზებს.

განკითხვის დღე – ღვთაებრივი სამსჯავრო, როდესაც გადაწყდება ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი, პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი კი ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან, განკითხვა რომ მამა ღმერთმა იესოს ანდო ეს ჩანს იოანეს სახარებიდანაც “არცაღა მამა სჯის არავის არამედ ყოველი სასჯელი მისცა ძესა, მაშინ მართალნი გაბრწყინდებიან ვითარცა მზე სასუფევლისა მამისა მათისასა” ამით ასაბუთებს სახარება განკითხვას და ვინც მას არ იწამებს სატანის მოციქულად იქცევა.

გოლგოთა – მთა იერუსალემთან, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ, ამ მთაზე ჯვარს აცვეს ქრისტე ორ ავაზაკთან ერთად.

გომერი – იაფეთის უფროსი შვილი, კიმერიელების წინაპარი, ცხოვრობდა შავი ზღვის ჩრდილოეთით, შემდგომში ამ ადგილებს მისი სახელი ეწოდა.

გეენა – ჯოჯოხეთის ცეცხლი, ყოველთა დამღუპველი, “შლეგი ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს”.

გერარი – უძველესი ქალაქი, დაბადებაში იგი გვხვდება როგორც ქანაანის სასაზღვრო ქალაქი, ფილისტიმელი მეფის აბიმელექის დედაქალაქი.

გილგალი – 1 ისრაელელთა ეგვიპტიდან გამოსვლის I გაჩერების ადგილი, სადაც მდ იორდანეს მშრალად გადალახვის ნიშნად 12 სვეტი აღმართეს,2 გილგალიდან ბეთლემს მიმავალი ელია წინასწარმეტყველი ზეცად ამაღლდა.

დაბადება, შექმნა – ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა.

დაბირი – ქანაანის მთავარი ქალაქი, მდ იუდეას მთიან მხარეში.

დაგონი – ფფილისტიმელების ღმერთი, კერპი, რომელიც აღმართული იყო ქ ღაზაში, აშდოდში და სხვა ადგილებში, კერპს თავი, ხელები მკერდი მამაკაცისა ჰქონდა, წელი თევზისა.

დამასკო – სირიის დედაქალაქი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი ხმელთაშუა ზღვასა და აზიას შორის, ის ერთერთი უძველესი ქალაქია რომელსაც შერჩენილი აქვს თავის ადრიდნდელი მნიშვნელობა, ქრისტეს დროს ამ ქალაქში ცხოვრობდა ბევრი ებრაელი სადაც მათ მრავალი სინაგოგა ააშენეს.

დიდება – გალობა, რომელსაც ანგელოსთა გალობასაც უწოდებდნენ, ანგელოსთა ეს გალობა მოესმათ მწყემსებს იესოს შობის დროს “დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის”.

დიდი ოთხშაბათი – ქრისტიანული დღესასწაული, მარხვა იმ დღის აღსანიშნავად როცა იუდამ გასცა ქრისტე და სინედრიონის წევრებს აღუთქვა დახმარება მის შეცნობასა და შეპყრობაში რისთვისაც  ვერცხლი მიიღო, ქრისტე შეიპყრეს და ჯვარს აცვეს.

დიდი პარასკევი – იხ ჯვარცმა.

დიდი პარასკევი – ქრისტეს უკანასკნელი სერობის, ვახშმობის დღე, როცა სუფრა გააწყო და თორმეტივე მოციქული დაჯდა მოძღვარმა მათ ჯერ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა “ერთი თქვენგანი გამცემს”, ყველა შეძრწუნდა და თვით იუდამ იკითხა “მე ხომ არა ვარ რაბი”, “შენ სთქვი” უთხრა ქრისტემ, იუდა ადგა და წავიდა მღვდელთმთავრებთან ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს და უთხრა ეს არის ჩემი ხორცი, შემდეგ ღვინო დაუსხა და უთხრა ეს არის ჩემი სისხლი მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად, ასე აღსრულდა I ზიარება.დიდი შაბათი – დღე როცა პილატესთან მისულმა მღვდელთმთავრებმა მოსთხოვეს მას დარაჯები მიეჩინა ქრისტეს გვამისათვის, რომელიც იოსებ არიმათიელმა პილატეს ნებართვით კლდეში გამოკვეთილ სამარხში დაასვენა, მათ პილატეს უთხრეს “ბატონო გაგვახსენდა რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა 3 დღის შემდეგ აღვდგებიო, ქრისტიანული ეკლესია ამ დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს.

ებრაელი ანუ მოსულები – მოსულები სხვა ქვეყნებიდან ასეთი სახელით იყვნენ ებრაელები სხვა ხალხებისათვის ცნობილი, უკვე აბრამი იწოდებოდა ებრაელად, მოსემ მიიღო ღმერთისაგან დავალება ფარაონისათვის ეთქვათ რომ ებრაელთ ღმერთი გამოეცხადათ და უდაბნოში უნდა გასულიყვნენ მსხვერპლის შესაწირად, გამოთქმა ებრაელი ხშირად კერპთაყვანისმცემლობის საპირისპიროდაც იწოდებოდა, მოციქულთა საქმეებში ებრაელი აღნიშნავს პალესტინელ ქრისტიანებ, რომლებიც ებრაულ ან არამეულ ენებზე მეტყველებდნენ, ელინელების საპირისპიროდ რომლებიც ბერძნულად ლაპარაკობდნენ, ძველ აღთქმაში გამოთქმა ებრაულად ან ებრაული ენა როგორც იუდეველთა უძველესი ენის აღმნიშვნელი არ გვხვდება, ძველი ებრაული ენა იწოდება ან არამის ენად ან იუდეურ ენად, გამოთქმა ებრაული ენა გვხვდება ახალ აღთქმაში, რომელიც უნდა გავიგოთ როგორც არამეული ენა  ეს ხალხური ენაა, რომელმაც ძვ. წ.  ბოლო საუკუნეში გამოდევნა ებრაელური ენა, სიტყვები რომელსაც იოანე ებრაელურს უწოდებს სუფთა არამეული წარმოშობისაა.

ეგვიპტე – მდებარეობს აფრიკის ჩრდ – აღმ ნაწილში, ძველ აღთქმაში მას ჰქვია მიცრაიმი ან მიცრაიმის მიწა, ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან აიგიპტოს, რომელიც ფინიკიელებმა დაარქვეს, იგი იყოფა ქვემო და ზემო ეგვიპტედ,  იქ მოედინება მდ ნილოსი ეგვიპტელები მას ხაპიმურს უწოდებენ, ებრაელები კი შახორს ნილოსის სიგანე 10 – 30 კმ – ია, ეგვიპტე უძველესი ქვეყანაა, რომელსაც შემორჩენილი აქვს თავის კულტურა და ხელოვნების ძეგლები პირამიდები, სფინქსი, აკლდამები  და სხვა, ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ, აღმერთებდნენ პლანეტებს,ბუნების ძალებს, ცხოველებს, ეგვიპტეში ხალხის კავშირი ღმერთთან დაიწყო  აბრამით რომელიც შიმშილობის დროს იქ ცხოვრობდა, შემდეგ ეგვიპტეში გაყიდეს იოსები რაც გახდა იაკობის იქ გადასახლების მიზეზი, ამის შემდეგ მათი შთამომავლობა იმყოფებოდა მონობაში იქ, ღმერთის წინასწარმეტყველებით ებრაელებმა მონობაში 400 წ გაატარა, იქიდან წამოსვვლისას მათ წამოიღეს მრავალი ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ღმერთის ჩანაფიქრი იყო რომ ებრაელები ზიარებოდნენ ეგვიპტის მაღალ კულტურას, იმ ცრურწმენის გამო რომელიც ებრაელებმა გაითავისეს ეგვიპტელებისაგან ღმერთმა ისინი არაერთხელ დასაჯა უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალისას, გამოსვლის შემდეგ ბიბლიაში ებრაელთა და ეგვიპტელთა შორის რაიმე ურთიერთობა არ ჩანს სოლომონის მეფობამდე როცა მათ შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელები ხშირად ავიწროვებდნენ ებრაელებს, ბაბილონის ტყვეობის შემდეგ მრავალი ებრაელი დასახლდა ეგვიპტეში ძვ. წ.  II ს ლეონტოპოლისში მათ თავიანთი ტაძრებიც კი ააგეს.ედემი – მიწიერი სამოთხე, გადატანით ეწოდება სილამაზითა და სიუხვით განთქმულ ადგილებს, აქ ცხოვრობდნენ ადამი და ევა ვიდრე გველი სატანა აცდუნებდა და განრისხებული ღმერთი განდევნიდა, ბიბლიის მიხედვით ირკვევა რომ ედემი შუამდინარეთში მდებარეობდა მდ ტიგროსისა და ევფრატის მახლობლად.

ეშვაკი – მდინარე თურქეთში, სირიასა და ერაყში, სათავეს იღებს სომხეთის მთიანეთში, ზემო წელში მთის მდინარეა შემდეგ ღრმა ხევით კვეთს სირიისა და ჩრდილო მესოპოტამიის უდაბნო პლატოს შუა წელში მიედინება მესოპოტამიის დაბლობზე.

ეკბატანა –  მიდიის ძველი დედაქალაქი, რომელიც სიძლიერითა და სიმდიდრით მხოლოდ ნინევიას და ბაბილონს ჩამოუვარდებოდა, კიროსის სიკვდილის შემდეგ იგი გადაიქცა სპარსეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციად.

ელიმი – ებრაელების მიერ მეწამული ზღვიდან გადმოსვლის შემდეგ II გაჩერების ადგილი, იქ იყო 14 წყაროსთვალი და 70 ფინიკის ხე, იქ დაიბანაკეს.

ეშმაკი – მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობისათვის ცნობილი ავი არსება, ბოროტი საწყისი, ღმერთის მოქიშპეცუდისა და უბედურების მიზეზი, ეშმაკი უწინ იყო ერთი ანგელოზთაგანი, რომელიც ღმერთმა ხილული ქვეყნის გაჩენამდე შექმნა, სხვა ანგელოზებივით იგი იყო უსხეულო, უხილავი, გონიერი, თავისუფალი, წმინდა სული და ემსახურებოდა თავის შემოქმედს, მაგრამ შემდგომ  გაამპარტავანდა, მოინდომა ღმერთთან თანასწორობა, აღარ ისურვა მისი დამორჩილება, ზოგი სხვა ანგელოზიც მიიმხრო და წინ აღუდგა უფალს, ამისათვის უფალმა ის თავისი მომხრეებით დასწყევლა და ციდან უფსკრულში ჩამოყარა, ამის შემდეგ ეშმაკი გახდა სულით ბოროტი, რომელიც ღვთის ყველა ქმნილებას ემტერება, ეშმაკმა პირველად აცდუნა ადამი და ევა.

ზატიკი – ვნება, ტანჯვა იესოსი, პასექი მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და  ამსხვერპლა პასექი.

თორა – ძველი აღთქმის დაბადების პირველი 5 წიგნი, რომლის ავტორია მოსე, დაბადება, გამოსვლა, ლევიანი, რიცხვნი, II რჯული, მოთხრობილია ისტორიული მოვლენები სამყაროს შექმნის, წარღვნის, სოდომ გომორის დაქცევის, უფალი ღმერთის გამოცხადებისა და მოსესათვის სჯულის წიგნის გადაცემის ამბავი, I წიგნი ძვ. წ.  XIII – XII ს არის დაწერილი.

იაჰვე, იეღოვა – ისრაელთა და იუდეველთა უზენაესი ღმერთი, ეს სახელი პირობითია, ვინაიდან ძველ ებრაულ დამწერლობაში ხმოვანებს არ იყენებდნენ, ცნობილი არაა თუ ზუსტად როგორ წარმოითქმებოდა ებრაულ ბიბლიაში მხოლოდ თანხმოვნებით გადმოცემული ღმერთის სახელი, ამ წმინდა სახელისადმი მოწიწების გამო ებრაელები მის წარმოთქმას საშიშად თვლიდნენ და ცვლიდნენ სიტყვებით ადონაი ანუ ელოიმი – ღმერთი, ბიბლიაში იეღოვა – იაჰვეს ნაცვლად გვხვდება უფალი ღმერთი, ამ სახელის ნაცვლადაა ნახმარი თვით ღმერთის მიერ წარმოთქმული სიტყვები “მე ვარ რომელიც ვარ, მე ვარ უფალი პირველი და უკანასკნელი, მე ვარ იგი, მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი”, ასევე გვხვდება ცაბაოთი, საბაოთი, იაჰვე პირველად უფლის სახელით მოევლინა მოსეს როგორც კანონმდებელი, სოლომონმა მას დიდი ტაძარი აუშენა.

იერიხონი – ქალაქი ქანაანის ქვეყანაში, მდებარეობდა იერუსალიმიდან 20 კმ – ზე, ეს იყო პირველი ქალაქი რომელიც აიღეს ისრაელიანებმა იესო ნავეს ძის ხელმძღვანელობით, იერიხონში რამდენჯერმე იყო ქრისტე.

იერუსალიმი – ძველად ერქვა იებუსი, დიდ მეფეთა წმინდა ქალაქი, საიდანაც ღმერთის სიტყვა მთელს დედამიწაზე უნდა გავრცელებულიყო, მდებარეობს იუდეის მთაზე ხმელთაშუა ზღვიდან 50 კმ – ზე.

იესოს ძმები – სულიერი მნიშვნელობით იესო თავის ძმებს უწოდებდა იმათ ვინც ასრულებდა მამა ღმერთის ნებას, ასე მოიხსენიებდა ქრისტე მათ როგორც თავის სიცოცხლეში ასევე აღდგომის შემდეგ, ახალ აღთქმაში ზოგ ადგილას მითითებულია იესოს ღვიძლ ძმებზე, იესოს 4 ძმა ჰყავდა იაკობი, იოსე, სვიმონი, იუდა და 3 და.

ივვა, ღივვა – ქალაქი მესოპოტამიაში, დაიპყრო შალმანასერმა.

© 2017«ბიბლიური რწმენის ეკლესია “მადლიერი”»

ქ.ბათუმი, შავშეთის ქუჩა 60

  • квадратная иконка facebook
  • Квадратная иконка Google
bottom of page