top of page

დაბადება თავი 13

  • 1

    ხოლო გამოვიდა აბრაამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველნი მისნი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ.

  • 2

    და აბრაამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა.

  • 3

    და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა.

  • 4

    ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა. მუნ აბრაამ სახელსა უფლისასა ღმრთისასა.

  • 5

    და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები.

  • 6

    და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად.

  • 7

    და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას.

  • 8

    და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ.

  • 9

    არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით.

  • 10

    და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად.

  • 11

    და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ. და წარიტრა ლოთ აღმოსავალით კერძო და განიყუნეს თითოეული ძმისაგან თჳსისა.

  • 12

    აბრაამ დაემკჳდრა ქუეყანასა ქანანისსა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქსა გარემო სოფლებთასა და დაიკარვა სოდომთა.

  • 13

    ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისაჲ.

  • 14

    ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად.

  • 15

    რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე.

  • 16

    და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს.

  • 17

    აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი.

  • 18

    და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა.

© 2017«ბიბლიური რწმენის ეკლესია “მადლიერი”»

ქ.ბათუმი, შავშეთის ქუჩა 60

  • квадратная иконка facebook
  • Квадратная иконка Google
bottom of page