top of page

დაბადება თავი 48

  • 1

    და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს, ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს.

  • 2

    ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა.

  • 3

    და ჰრქუა იაკობ იოსებს ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას, ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე.

  • 4

    და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ.

  • 5

    აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს, პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა.

  • 6

    ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა.

  • 7

    მე რაჟამს მოვიდოდე შუამდინარით ასურეთისათ, მოკუდა რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა მას ქანანისასა და ვითარ მოვიწიე მე ცხენთსარბიელთასა მას ქუეყანასა ქაბარათასასა მისლვად ევფრათად, დავჰფალ გზასა ზედა ცხენისარბიელთასა. ესე იგი არს ბეთლემი.

  • 8

    და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ არიან ესე?

  • 9

    და ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი მომცნა მე ღმერთმან აქა. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და ვაკურთხნე.

  • 10

    ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და შეიტკბნა.

  • 11

    და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი.

  • 12

    და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა და მოიყუანნა იოსებ ორნივე ძენი მისნი.

  • 13

    ეფრემ მარჯუენით მარცხენით კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიიახლნა იგინი მას.

  • 14

    განყო ისრაჱლისა ჴელი თჳსი მარჯუენე და დასდვა თავსა ზედა ეფრემისსა, რამეთუ იგი იყო უმრწემესი, მარცხენე მისი თავსა ზედა მანასესსა, იცვალნა ჴელნი მისნი.

  • 15

    აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე.

  • 16

    ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა, აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა ზედა!

  • 17

    ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან მარჯუენე მისი თავსა ზედა ვფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და აღუპყრა იოსებ ჴელი მამისა თჳსისა აღებად თავისაგან ეფრემისსა და დადებად თავსა ზედა მანასესსა.

  • 18

    და ჰრქუა მამასა თჳსსა არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა.

  • 19

    და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად.

  • 20

    და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე მანასესა კურთხევასა შინა.

  • 21

    და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა!

  • 22

    მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა.

© 2017«ბიბლიური რწმენის ეკლესია “მადლიერი”»

ქ.ბათუმი, შავშეთის ქუჩა 60

  • квадратная иконка facebook
  • Квадратная иконка Google
bottom of page