top of page

დაბადება თავი 42

  • 1

    და ვითარცა იხილა იაკობ, რამეთუ არს სასყიდელი ეგჳპტეს, ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ.

  • 2

    აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ.

  • 3

    და შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი ეგჳპტედ სყიდად იფქლისა.

  • 4

    ხოლო ბენიამენ, ძმაჲ იოსებისი, არა წარავლინა ძმათა მისთა თანა, რამეთუ თქუა: ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა.

  • 5

    მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტედ სყიდად მომავალთა თანა. ხოლო იყო სიყმილი ქუეყანასა-ცა ქანანისასა.

  • 6

    ხოლო იოსებ იყო მთავარ ქუეყანასა მას და ესე მიჰყიდდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა. და მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას პირსა ზედა ქუეყანისასა.

  • 7

    და ვითარცა იხილა იოსებ ძმანი თჳსნი, იცნა იგინი და არა გამოეცხადა მათ, არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქუეყანით ქანანისათ სყიდად საზრდელისა.

  • 8

    იცნა იოსებ ძმანი თჳსნი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

  • 9

    მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან და ჰრქუა მათ: მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად.

  • 10

    ხოლო მათ ჰრქუეს: არა, უფალო, მონანი შენნი ვართ და მოვედით სყიდად საზრდელისა.

  • 11

    ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

  • 12

    ჰრქუა მათ იოსებ: არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად.

  • 13

    ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი, ქუეყანასა ქანანისსა. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის.

  • 14

    ჰრქუა მათ იოსებ: ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

  • 15

    ამით საცნაურ იყვნეთ: უკუეთუ მშჳდობისანი ხართ, ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, არა განხჳდეთ ამიერ, ვიდრე არა მოვიდეს აქა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი.

  • 16

    წარავლინეთ ერთი თქუენგანი და მოიყუანეთ იგი აქა. ხოლო თქუენ გიპყრნე კრძალულად, ვიდრე განცხადნენ სიტყუანი თქუენნი, გინა თუ ჭეშმარიტ არიან, გინა არა. უკეთუ არა ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

  • 17

    და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.

  • 18

    და მესამესა დღესა ჰრქუა მათ: ესე ჰყავთ და სცხოვნდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.

  • 19

    უკუეთუ ხართ მშჳდობისანი. ძმაჲ თქუენი ერთი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი

  • 20

    და ძმა იგი თქუენი მოიყუანეთ ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი ეგე თქუენნი; უკეთუ არა, მოსწყდეთ. ხოლო მათ ჰრქუეს: ეგრე.

  • 21

    და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი.

  • 22

    მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების.

  • 23

    ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის იოსებს, რამეთუ თარგმანი დგას მათ შორის.

  • 24

    მიიქცა გარე მათგან იოსებ და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე.

  • 25

    და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე. და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და უყვეს მათ ეგრე.

  • 26

    და აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.

  • 27

    განჴსნა ერთმან ტჳრთსა, რათა-მცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა კრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იყვა ზედა კერძო ძაძასა მისსა

  • 28

    მიუგო და ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და, აჰა, იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. და განუკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ ღმერთმან?

  • 29

    და მოვიდეს იგინი იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანანისა, უთხრეს მათ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა და ეტყოდეს:

  • 30

    მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისა ფიცხლად და შემსხნა საპყრობილესა, ვითარცა მსტოვარნი ქუეყანისანი.

  • 31

    ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: რამეთუ მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

  • 32

    ათორმეტნი ვიყუენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი, ერთი იგი არა შოვრის არს, ხოლო ერთი იგი უმრწამესი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანანისსა.

  • 33

    და მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, რამეთუ მშჳდობისანი ხართ, ძმაჲ ერთი თქუენგანი აქა დაუტევეთ ჩემ თანა და სყიდულიცა იგი იფქლი, რომელი მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა და წარვედით.

  • 34

    და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი მოიყუანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტოვარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, მიგცე ძმაჲ ესე თქუენი და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდეთ.

  • 35

    და იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა შეკრული ვეცხლი კაცად-კაცადისა ძაძასა თჳსსა. და ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათი და შეეშინათ.

  • 36

    და ჰრქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი.

  • 37

    მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.

  • 38

    ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.

© 2017«ბიბლიური რწმენის ეკლესია “მადლიერი”»

ქ.ბათუმი, შავშეთის ქუჩა 60

  • квадратная иконка facebook
  • Квадратная иконка Google
bottom of page