დაბადება თავი 26
-
1
და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ.
-
2
ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ.
-
3
და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.
-
4
და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.
-
5
ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი.
-
6
და დაეშენა ისაკ გერარეთს.
-
7
ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.
-
8
და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.
-
9
მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით.
-
10
ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა
-
11
და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.
-
12
სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან.
-
13
და ამაღლდა კაცი იგი და ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად.
-
14
და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი.
-
15
და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა.
-
16
ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.
-
17
და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ.
-
18
და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა.
-
19
და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ.
-
20
და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას.
-
21
წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ".
-
22
და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.
-
23
აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.
-
24
და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.
-
25
და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა.
-
26
და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ.
-
27
და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან.
-
28
ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, უფალი, რამეთუ შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შორის შენსა და ჩუენსა და აღვთქუათ შენ თანა აღთქუმაჲ.
-
29
რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ.
-
30
და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს.
-
31
და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.
-
32
და მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი.
-
33
და ფიცისა მისთჳს უწოდა ქალაქსა მას "ჯურღმული ფიცისა", ვიდრე დღეინდელად დღემდე.
-
34
იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ.
-
35
და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.