top of page

დაბადება თავი 2

  • 1 და სრულ იქმნეს ცაჲ და ქვეყანა და ყოველი სამკაული მათი.

  • 2 და განასრულა ღმერთმან დღესა მეექუსესა საქმენი მისნი, რომელნი ქმნნა. და დასცხრა დღესა მეშვიდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელნი ქმნნა.

  • 3 და აკურთხა ღმერთმან დღე მეშჳდე და წმიდა-ყო იგი, რამეთუ მას შინა დასცხრა ყოველთაგან საქმეთა მისთა, რომელთა იწყო ღმერთმან ქმნად.

  • 4 ესე წიგნი შესაქმისა ცისა და ქვეყანისაჲ, ოდეს შეიქმნნეს დღესა მას, რომელსა შექმნნა ღმერთმან ცაჲ და ქვეყანაჲ და.

  • 5 ყოველი მწვანვილი ველისა პირველ ყოფად ქუეყანასა ზედა და ყოველი თივა ველისა პირველ აღმოცენებადმდე, რამეთუ არ-ღა ეწვიმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა და კაცი არა იყო მოქმედ ქუეყანისა.

  • 6 ხოლო წყარო აღ-მო-ვიდოდა ქვეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქვეყანისასა

  • 7 და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად.

  • 8 და დაასხა ღმერთმან სამოთხე ედემისა აღმოსავალით და დადვა მუნ კაცი იგი, რომელ შექმნა.

  • 9 და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა - შორის სამოთხესა და ხე იგი - ცნობად კეთილისა და ბოროტისა.

  • 10 ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა, მიერ განიყოფვის ოთხად თავად.

  • 11 სახელი ერთისა - ფისონ. ესე არს, რომელი გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ევლატისასა, მუნ, სადა-იგი არს ოქროჲ.

  • 12 ხოლო ოქრო მის ქვეყანისაჲ კეთილ, მუნ არს ანთრაკი და ქვაჲ იგი კაპოეტი.

  • 13 და სახელი მდინარისა მეორისა - გეონ. ესე გარემოვლის ყოველსა ქვეყანასა ეთიოპიისასა.

  • 14 და მდინარე მესამე - ტიგრისი. ესე ვალს წინაშე ასურეთსა, ხოლო მდინარე მეოთხე ევფრატი.

  • 15 და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად.

  • 16 და ამცნო უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო.

  • 17 ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ.

  • 18 და თქვა ღმერთმან: არა კეთილ არს ყოფად კაცისა ამის მარტოსა, უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი.

  • 19 და და-ვე-ჰბადა უფალმან ღმერთმან ყოველი მჴეცი ველისაჲ ყოველი მფრინველი ცისაჲ და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ.

  • 20 და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა საცხოვართა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი.

  • 21 დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.

  • 22 და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა:

  • 23 და თქვა ადამ: აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი. ამას ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი.

  • 24 ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა

  • 25 და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა.

© 2017«ბიბლიური რწმენის ეკლესია “მადლიერი”»

ქ.ბათუმი, შავშეთის ქუჩა 60

  • квадратная иконка facebook
  • Квадратная иконка Google
bottom of page